მთავარი2018-07-05T12:10:05+00:00

პროექტი „კინო სკოლაში“

საშუალებას იძლევა კინოგანათლება ხელმისაწვდომი გახდეს ქართველი მოსწავლეებისთვის, რაც ახალ თაობას განუვითარებს აუდიო-ვიზუალური ნაწარმოებების გაანალიზების უნარს.  პროექტი 2014 წლიდან ფუნქციონირებს და ამ პერიოდში  საქართველოს რეგიონების 600 სკოლა მოიცვა. „კინო სკოლაში“ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ნახონ საინეტრესო ფილმები, ჩაერთონ დისკუსიაში, გადაიღონ ფილმები, დახატონ აფიშები, წერონ რეცენზიები, შეხვდნენ ცნობილ კინემატოგრაფისტებს და ა. შ.

იმის გათვალისწინებით რომ, ევროკავშირმა პრიორიტეტულად მიიჩნია სკოლაში კინოგანათლების შეტანა. ჩვენმა პროექტმა  პარტნიორები ევროპაში მოიძია და  მათან ერთად „შემოქმედებითი ევროპის“  ქვეპროგრამის „მედია“  (Creative Europe’s Subprogram – Media) ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა, რის შედეგადაც შეიქმნა ეს ვებ გვერდი, რომელიც პროექტში მონაწილე და უბრალოდ კინოკლუბების შექმნის მსურველ სკოლებს, უფროსკლასელი მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების სახით, საშუალებას აძლევს ისარგებლონ ჩვენი რესურსით: სპეციალურად სასკოლო კინოკლუბებისთვის შერჩეული  კინოფილმებით, სადისკუსიო მასალებით და ინტერნეტ სივრცეში გამოთქვან საკუთარი მოსაზრება,  ასევე მონაწილეობა მიიღონ გამოცხადებულ კონკურსებში და პროექტის ფორმატით შემოთავაზებულ კიდევ მრავალ საინტერესო აქტივობაში. გამოიყენეთ ეს შანსი, შემოგვიერთდით, შექმენით თქვენი სკოლის კინოკლუბი.

საჭირო ინფორმაციას და კითხვებზე პასუხებს მიიღებთ აქ.

სიახლეები
2015 წელი
207 სკოლა
4518 ჩვენება
46130 მონაწილე
2016 წელი
168 სკოლა
2931 ჩვენება
53612 მონაწილე
2017 წელი
216 სკოლა
3972 ჩვენება
57816 მონაწილე
პროექტის ფილმები