ახალი კინოთეატრი პარადისო

15-რეკომენდირებულია 15 წლიდან

წარდგენა

იტალიელი რეჟისორის ჯუზეპე ტორნატორეს  ოსკაროსანი ფილმი “ახალი კინოთეატრი პარადისო” სიცილიის პატარა ქალაქში-კინომექანიკოსისა ალფრედოსა  და პატარა ბიჭუნა-ტიტოს მეგობრობის ისტორიას ასახავს. ეს  ის პერიოდია , როცა ” ცენზურის მანქანა” ფილმებიდან ინტიმურ სცენებსაქრობდა.  ტიტო იზრდება, ქალაქიდან მიდის, 30 წლის შემდეგ კი უკან  სახელოვან რეჟისორ-სალვატორედ ბრუნდება. ის იხსენებს კინოთეატრში გატარებულ ბედნიერ დღეებს, პირველ სიყვარულს, ფილმებს, ბაშვობას….  ეს არის ფილმი კინოზე და კინოს სიყვარულზე.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

  • ტიტოს როლზე გამოცხადებულ კასტინგში 300-ზე მეტი სიცილიელი ბიჭი იღებდა მონაწილეობას.
  • ფილმი, რეჟისორის მშობლიურ სოფელშია გადაღებული, ის დიდი დოზით გვაწვდის საკუთარ ბიოგრაფიულ პასაჟებს.

თემები დისკუსიისთვის

  • როგორია სალვატორეს და ტოტოს ურთიერთობა და რატომ არ უნდა მას ბიჭის ქალაქში დარჩენა , რატომ სთხოვს მას დედაქალაქში წასვლას ?
  • ფილმში მთავარი გმირი სამ სხვადასხვა ასაკშია წარმოდგენილი. რა ფორმით აერთიანებს რეჟისორი ამბის თხრობას სხვადასხვა დროსა და სივრცეში?
  • როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ფილმების ჩვენებისას? კინო მათთვის უბრალოდ  გასართობია თუ ფილმის ყურების პროცესი  ნამდვილი დღესასწაულია? აქცენტი გააკეთეთ სოფლის მაცხოვრებელთა ტიპაჟებზე…
  • რა იყო რეჟისორის მთავარი მიზანი, როდესაც ამ ფილმს იღებდა? რისი თქმა სურდა მას ?

დაწერე რეცენზია ფილმზე-ახალი კინოთეატრი პარადისო

რეცენზიის წერისას აქცენტი გააკეთეთ შემდეგ საკითხებზე: ტიტო, მშობლის, სალვატორეს წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც  არ ტოვებს კინოსაპროექციო ოთახს, მისი ბავშვური ინტერესი საბოლოოდ მის პროფესიად იქცევა.  თქვენი აზრით, “სინემა პარადისო” მხოლოდ რეჟისორის ბავშვობის რეფლექსია (მოგონებების გამოძახილი) და ავტობიოგრაფიული პასაჟების ვიზუალიზაციაა, თუ ეს არის  ფილმი – “კინო კინოზე”

რეკომენდაცია

თუ გაინტერესებთ ფილმები , რომელშიც მოქმედება იტალიაში ხდება და ბავშობისდროინდელი მოგონებებია ასახული, გირჩევთ ნახოთ “ამარკორდი”; ფილმი სადაც ორ სხვადასხვა ასაკში მყოფი ადამიანის მეგობრობას ვხვდებით: “ჭკვიანი უილ ჰანთინგი”. თუ გიზიდავთ ფილმები, კინოსამყაროს შესახებ გირჩევთ ნახოთ “არტისტი” და “სანსეტ ბულვარი”

 

 

საბეჭდი ვერსია : Cinema Paradiso

ფილმის გადმოწერა : Cinema Paradiso

 

 

2018-04-09T14:21:04+00:00