გზა

PG-რეკომენდირებულია მშობლების დასწრება

წარდგენა

იტალიელი რეჟისორის ფედერიკო ფელინის“გზა”  1954 წელს შექმნილი ფილმია, რომლის მთავარი გმირები მოხეტიალე ცირკის ღარიბი მსახიობები არიან.  ჯელსომინა (ჯულიეტა მაზინა) საკუთარმა დედამ,  ცოტაოდენი ფულისა და საკვების სანაცვლოდ  ძამპანოს (ენტონი ქუინი)  დაუთმო.ისინი  ქალაქიდან-ქალაქში დადიან და წარმოდგენებს მართავენ. ძამპანოს მკაცრი ბუნების გამო ჯელსომინა გაქცევას გადაწყვეტს, თუმცა უშედეგოდ. ერთ-ერთი წარმოდგენის დროს ისინი მატოს გაიცნობენ, ამ ფაქტის შემდეგ სამივე პერსონაჟის ცხოვრება იცვლება.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

  • ფილმის დასაწყისში ერთი სცენა ძალიან ჰგავს პიკასოს სურათს “გოგონა ბურთზე”. ჯელსომინა დგას პატარა სკამზე, ხელებს მაღლა სწევს, ძამპანო კი ამ დროს შავ კასრზე ზის, მოხრილი, სიგარეტს ეწევა.
  • ფედერიკო ფელინი მემუარებში იხსენებს: როდესაც ჯულიეტა მაზინას მოტოციკლეტისტებმა , რომში ხელჩანთა მოპარეს, საღამოს მათ სახლთან ჩანთა იდო წარწერით “გვაპატიე ჯელსომინა”

თემები დისკუსიისთვის

  • ჯელსომინას ერთფეროვანი ყოფა ჯერ ძამპანოს, ხოლო შემდეგ მატოს გამოჩენისას იცვლება.რა  გავლენა მოახდინა თითოეულმა  მის ცხოვრებაზე? რა დატვირთვა აქვს მატოს მიერ ნათქვამ სიტყვებს?
  • ძამპანოს სამყაროსადმი დამოკიდებულება იცვლება თუ არა ჯელსომინასთან ურთიერთობისას? მისი სიკვდილის შემდეგ?
  • რატომ ქვია ფილმს გზა? როგორ შეაფასებდით ფილმის ფინალს?
  • რა იყო რეჟისორის მთავარი სათქმელი, მხოლოდ ჯამბაზების ამბის მოყოლა თუ კიდევ სხვა საკითხების აქცენტირება?

დაწერე რეცენზია ფილმზე-გზა

კომედია დელ არტე- იტალიური თეატრის სახელწოდებაა, სადაც მთავარი მოქმედი გმირები ჯამბაზები არიან, სწორედ ამ პრინციპზე ააგო ფელინიმ თავისი ფილმი. რეცენზიის წერისას აქცენტი გააკეთეთ, რა გარდატეხა ხდება ძამპანოს ცხოვრებაში ჯელსომინას გამოჩენის შემდეგ, ვინ არის მატო და რაზე დააფიქრებს ის ჯელსომინას. რატომ ირჩევს ფელინი მთავარ მოქმედ გმირებად ჯამბაზებს, რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ყოველივეს და რატომ არ კარგავს ფილმი დღეს აქტუალობას. ფილმში რეჟისორი მატოსა და ჯელსომინას საუბარში ეგზისტენციალურ (ლიტერატურული და ფილოსოფიური მიმდინარეობა  19-ე საუკუნის მიწურულს, ის იკვლევს ადამიანად ყოფნის არსს) საკითხებს სხვამს: რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა, რა არის თოთოეული ჩვენთაგანის მისია. გაიხსენეთ მატოს სიტყვები: სამყაროში,  ყველაფერი განსაკუთრებული და განუმეორებელია, ისევე როგორც ჯელსომინა…

რეკომენდაცია

ფედერიკო ფელინის შემოქმედებიდან გირჩევთ ნახოთ “ამარკორდი” და “კაბირიას ღამეები” მთავარ როლში ჯულიეტა მაზინა.

 

საბეჭდი ვერსია : გზა

ფილმის გადმოწერა: გზა