დღის კითხვა2018-12-10T06:58:37+00:00
  1. რომელი ლეგენდარული მოკრივეს როლი შეასრულა უილ სმიტმა? (მუჰამედ ალი ან კასიუს კლეი
  2. ამ ქართულ ფილმში ასრულებენ სიკოს და ნიკოს სიმღერას მსახიობები ვასო გოძიაშვილი და გიორგი შავგულიძე (ქეთო და კოტე)
  3. რომელმა ქართველმა რეჟისორმა გადაიღო მოკლემეტჟიანი ფილმი გურამ რჩეულიშვილს ნოველის მიხედვით?  (გიორგი შენგელა)
  4. რომელ გამოგონილ ქვეყანაში ვითარდება მოქმედება ფილმში „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი?“ (ზუბროვკა)
  5. როგორ ითარგმნება ქართულად მიხეილ კალატოზიშვილის ფილმის “ჯიმ შვანთე“ სახელწოდება? (მარილი სვანეთს)
  6. ერთ-ერთი ოსკარის მიღებისას, ჯეკ ნიკოლსონმა სამადლობელ სიტყვაში თქვა: „ამერიკის კინოაკადემიაში გიჟების რაოდენობა არანაკლებია, ვიდრე მის გარეთ“. რომელი ფილმისთვის მიიღო ამ დროს „ოსკარი“ ნიკოლსონმა?
    (ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა)
  7. ჩაპლინმა თავის ერთერთ ფილმში გამოიყენა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მოუწიათ ქარბუქში ჩარჩენილ ადამიანებს თავიანთი სამოსის ერთი ატრიბუტის შეჭმა. დაასახელეთ ტანსაცმლის ეს დეტალი (ფეხსაცმელები)

 

  1. ცნობილ ქართველ მსახიობს იპოლიტე ხვიჩიას ძალიან უყვარდა ფეხბურთი. მან თავის სამსახიობო კარიერის განმავლობაში სამ ფილმში ითამაშა ფეხბურთის შესახებ.  დაასახელეთ ეს ფილმები  ფეოლა, ბურთი და მოედანი, პირველი მერცხალი

 

  1. დაასახელეთ ქართველი რეჟისორები, რომლებიც სხვადასხვა დროს „ოსკარის“ ნომინანტები იყვნენ – ნანა ჯორჯაძე და ზაზა ურუშაძე
  2. ფილმ „ტრუმანის შოუს“ გმირი ცხოვრობს უზარმაზარ რეალითი-შოუში. გაიგებს რა, რომ ყველაფერი ირგვლივ არარეალურია, ის შეეცდება გაქცევას იალქნიანი იახტით, რომლის კიჩოც შემთხვევით გახევს დეკორაციას. რომელ პერსონაჟს ადარებენ ამ გმირს?
    (პინოქიო ან ბურატინო)
  3. ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ფილმი, აღწერს დიდი ქართველი პოეტის მოგზაურობას საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში. დაასახელეთ ეს კუთხე და პოეტი. (აკაკი წერეთელი, რაჭალეჩხუმი)
  4. დაასახლეთ კინო ფესტივალი, რომლის ბოიკოტირებაც 1968 წელს ქვეყანაში სტუდენტების საპროტესტო მოძრაობის მხარდაჭერის მიზნით მოხდა? (კანის საერთაშორისო კინოფესტივალი)
  5. დაასახელეთ ცნობილი ქართველი რეჟისორი, რომლის მოკლემეტრაჟიან ფილმებშიც არც ერთი სიტყვა არ აის გამოყენებული (მიხეილ კობახიძე, ფილმები მუსიკოსები, ქოლგა, ქორწილი)
  6. ფილმში „ფორესტ გამპი“ მთავარი პერსონაჟი ამბობს, რომ მისმა მეგობარმა კარგი კაპიტალდაბანდება გააკეთა ხილის კომპანიაში. რომელ კომპანიაზეა ლაპარაკი, თუ ამ კომპანიის შემოსავალმა 2015 წელს 70 მილიარდ დოლარს გადააჭარბა (ეფლი ან Apple)
  7. დაასახელეთ ქართველი რეჟისორი ძმები, რომლთა მამა ასევე ცნობილი რეჟისორი ხოლო დედა ცნობილი კინომსახიობი (ელდარ და გიორგი შენგელაიები. მშობლები იყვნენ ნატო ვაჩინაძე და ნიკოლოზ შენგელაია)
  8. დაასახელეთ ფილმი, რომელმაც შეუწყო ხელი საბჭოთა კავშირის დაშლას და კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზიც დაიმსახურა (მონანიება)
  9. დაასახელეთ ქართველი მწერლის ნაწარმოები, რომელიც დაედო საფუძვლად გიორგი ოვაშვილის ფილმს „გაღმა ნაპირი“? (ნუგზარ შატაიძის „მოგზაურობა აფრიკაში“)
  10. ფილმების „ავატარი“ და „ბინდი: განთიადი“ ბოლო კადრებში, მთავარი გმირები აკეთებენ ამას, რაც სიმბოლურად გამოხატავს მათ ხელახალ დაბადებას. აღწერეთ ეს მოქმედება ორი სიტყვით
    (ახელენ თვალებს)
  11. აღიარებულია, რომ კარგ რეჟისორს ბევრი ფილმი უნდა ჰქონდეს ნანახი. კვენტინ ტარანტინო ახალგაზრდობაში დღეში რამდენიმე ფილმს ნახულობდა და თან ამ საქმიანობით სამსახურეობრივ მოვალეობასაც ასრულებდა. სად მუშაობდა კვენტინ ტარანტინო? (ვიდეოთეკაში)
  12. ამ მსახიობის ქართველი მსახიობის გასვენებაში სამხედროებმა მიიტანეს გვირგვინი, რომელსაც ეწერა „ ჯარისკაცის მამას მისი შვილებისაგან“ დაასახელეთ ეს მსახიობი (სერგო ზაქარიაძე
  13. ცნობილი ანიმაციური ფილმის „მეფე ლომი“ თავდაპირველი სახელწოდება იყო „ჯუნგლების მეფე“, მაგრამ ავტორებმა რაღაც გარემოების გარკვევის შემდეგ ამ სათაურზე უარი თქვე,ს რა გერემოებაა ეს (ლომები ჯუნგლებში არ ცხოვრობენ)
  14. დაასახელეთ ფრანგი რეჟისორი, რომელმაც პირველმა გამოიყენა გადაღებისთვის პავილიონი, განათება და დეკორაციები? (ჟორჟ მელიესი)
  15. დაასახელეთ ამერიკელი რეჟისორი, რომელმაც მონტაჟი ტექნიკური საშუალებიდან ხელოვნების დონეზე აიყვანა, გამოიყენა საშუალო ხელი, პარალელური მონტაჟი, „ბოლო წუთში გადარჩენის ხერხი“… ავტორია ფილმებისა „ერის დაბადება“, „შეუწყნარებლობა“ და სხვა (დევიდ უორკ გრიფიტი)
  16. რუსული წარმომავლობის ფრანგი რეჟისორი, რომლის ფილმი „ჩემი ბიძია“ მსოფლიო კინოკლასიკად არის მიჩნეული? (ჟაკ ტატი-ტატიშევი)
  17. დაასახელათ ქართველი რეჟისორის მიხეილ კალატოზიშვილის ფილმი, რომელმაც საბჭოთა კავშირის სახელით კანის საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს პალმის რტო“ დაიმსახურა („მიფრინავენ წეროები“)
  18. 1925 წელს სერგეი ეიზენშტეინის მიერ გადაღებული ამ მუნჯი ფილმის კადრებზე, როგორიცაა “ოდესის კიბე“, კინოხელოვნებას სწავლობენ მომავალი თაობები. დაასახელეთ ფილმის სახელწოდება. (ჯავშნოსანი „პოტიომკინი“)
  19. დაასახელეთ მუნჯი კინოს დანიელი ვარსკვლავი ქალი, რომელმაც 1921 წელს „ჰამლეტის“ როლი შეასრულა ამავე სახელწოდების ფილმში (ასტა ნილსენი)
  20. ცნობილი ფრანგი „იმპრესიონისტი“ მხატვრის ცნობილი ფრანგი რეჟისორი შვილი, რომელიც ავტორია ფილმებისა: „ფსკერზე“, „დიდი ილუზია“, „ფრანგული კანკანი“ და სხვა (ჟან რენუარი) 
  21. იტალიელი კინოკლასიკოსი, ძველი არისტოკრატიული დინასტიის წარმომადგენელი ლომბარდიის ჰერცოგი, რეჟისორი ფილმების „ყველაზე ლამაზი“, „როკო და მისი ძმები“ და სხვა (ლუკინო ვისკონტი)
  22. დაასახელეთ მარგარეტ მიტჩელის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი, რომელიც 1939 წელს 8 „ოსკარის“ მფლობელი გახდა (ქარწაღებულნი)
  23. 2005 წელს ქართველი რეჟისორის მიერ საფრანგეთში გადაღებული ფილმი, რომელიც იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ ამერიკელებმა მისი რიმეიკიც კი გადაიღეს, რომელშიც მიკი რურკი, ჯეისონ სტეიჰემი და სხვა მონაწილეობენ (13-ცამეტი)
  24. რა სახელითაა ცნობილი მსოფლიო კინოში რეჟისორი, კომიკოსი და პროდუსერი ალენ სტიუარტ კონიგსბერგი, რომელიც არის რამდენიმე „ოსკარის“ მფლობელი, თუმცა არასდროს დასწრებია დაჯილდოვების  ცერემონიას. მისი ფილმებია „ენი ჰოლი“, „მანჰეტენი“, „მატჩ პოიტი“, „შუაღამე პარიზში“ და სხვა (ვუდი ალენი)
  25. 2017 წელს რეზო გიგინეიშვილმა გადაიღო ფილმი, რომელსაც საფუძვლად დაედო 1983 წელს ახალგაზრდების მიერ თვითმფრინავის გატაცების ისტორია. დაასახელეთ ფილმის სახელწოდება (მძევლები)
  26. ვინ ითვლება ევროპის ერთერთი ყველაზე ძველი ფესტივალის, ვენეციის ვენეციის საერთაშორისო ფესტივალი დამაარსებლად, რომელიც 1932 წლიდან იღებს სათავეს? (ბენიტო მუსოლინი)
  27. გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით გადაღებული ფილმის „ნატვრის ხე“ ერთერთი პერსონაჟი გამუდმებით ოქროს თევზის, ნატვრის თვალს და ნატვრის ხეს დაეძებს. დაასახელი ეს პერსონაჟი (ელიოზი)
  28. დაასახელეთ სტივენ სპილბერგის ფილმი, რომელიც ფაშისტურ გერმანიაში ებრაელების მდგომარეობას ასახავს და რომელმაც 1994 წელს 4 „ოსკარი“ მოიპოვა (შინდლერის სია)
  29. ამბავი რომელიც მოთხრობილია რომან პოლანსკის ამ ფილმში, ასევე საფუძვლად დაედო ერთერთ პირველ ქართულ სერიალს „სახლი ძველ უბანში“ . დაასახელეთ ფილმი (როზმარის ბავშვი)
  30. სამგლოვიარო ცერემონიამ ფეხით გაიარა მანძილი რომიდან პატარა ქალაქ რიმინამდე – ამ იტალიერლი კინორეჟისორის მშობლიურ ქალაქამდე, სადავ იგი დაკრძალეს. დაასახელეთ რეჟისორი (ფედერიკო ფელინი)
  31. სახელითაა ცნობილი საზოგადოებისთვის ამერიკული კინოს სექს-სიმბოლო ნორმა ჯინ მორტენსონი, რომელმაც ფოტომოდელობით დაიწყო თავისი კარიერა (მერილინ მონრო)
  32. რომელი წლიდან იმართება ბერლინში საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის სიმბოლოა დათვი (195 წელი)