ივანე კოტორაშვილის ამბავი

წარდგენა:

„ივანე კოტორაშვილის ამბავი“ ვაჟა ფშაველას ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით არის გადაღებული. ფილმი რეჟისორმა ნოდარ მანაგაძემ 1974  წელს გადაიღო და მისთვის ეს პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარი იყო, მანამდე ყოველთვის მამასთან (შოთა მანაგაძე-რეჟისორი) ერთად მუშაობდა. ფილმი უბრალო გლეხ-კაცის ცხოვრებას გვაცნობს, მთის ადათ-წესებს და სიტუაციას, როცა სამშობლოს დაცვა არის მთავარი საზრუნავი.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:

ფილმის მთავარ გმირს – ივანე, მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე განასახიერებს. აღსანიშნავია, რომ მანამ როლზე შეირჩეოდა დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა რეჟისორთან, რამდენადაც ცნობილია ერთ-ერთი ფილმის გადაღებების დროს კონფლიქტიც კი მოუვიდათ. ყოველივე ამის მიუხედავად, ზურაბ ქაფიანიძის ნიჭიერებამ  დაძლია მათი უთანხმოება და ის ივანე კოტორაშვილის როლზე დაამტკიცეს.

თემები დისკუსიისთვის:

  • დაახასიათეთ ივანეს პერსონაჟი, როგორია სინამდვილეში ერთი შეხედვით ცივი და მებრძოლი ივანე?
  • აღწერეთ სოფელი და მისი მაცხოვრებლები, რომლებიც იძულებით აქორწინებენ წყვილს.
  • შეადარეთ ერთმანეთს ორი მეგობარი, ივანე და ქიტესა.
  • როგორც აღვნიშნეთ ეს არის ლიტერატური ნაწარმოების ეკრანიზაცია, შეადარეთ ერთმანეთს პირველწყარო და ფილმი.
  • თქვენი აზრით, ღირს თუ არა სამშობლოსთვის თავის გაწირვა ოჯახის ფასად?

დაწერეთ რეცენზია ფილმზე „ივანე კოტორაშვილის ამბავი“:

კარგად გაეცანით ფილმის მთავარ გმირს, ისაუბრეთ მის ხასიათზე, თვისებებზე და უნარებზე. არ დაივიწყოთ, რომ ფილმი ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების ეკრანიზაციაა. აღწერეთ კატოსა და ივანეს ურთიერთობა, ასევე აუცილებლად ისაუბრეთ სამშობლოს სიყვარულზე, განიხილეთ პატრიოტიზმის თემა, რა როლს ასრულებს სამშოლო ადამიანის ცხოვრებაში. მიაქციეთ ყურადღება ფილმის გამოსახულებას, რამდენად შეესაბამება იგი ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების ინდივიდუალურ სტილისტიკას.

 

რეკომენდაციები:

თუ დაგაინტერესათ ამ რეჟისორის შემოქმედებამ, ნახეთ მისი სხვა ფილმებიც „ამაღლება“, „ნოე“, „ნათლისღება“.  ასევე შეგიძლიათ ნახოთ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით  რეჟისორ  თენგიზ აბულაძის მიერ გადაღებული ფილმი „ვედრება“.

სასწავლო მასალა: ივანე კოტორაშვილის ამბავი

ფილმის გადმოწერა: ივანე კოტორაშვილის ამბავი

2018-06-07T06:27:36+00:00