„კინო სკოლაში“ ახალ სეზონს ისევ კონკურსებით აგრძელებს

პროექტში ჩართულმა ბავშვებმა უკვე გაითავისეს, რომ ყოველ სეზონზე ახალი კონკურსები ელოდებათ.

  1. რამდენიმე წელია მოსწავლეებში განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობს ნანახი ფილმების პოსტერების კონკუსი. ამ სეზონზეც ვაგრძელებთ ნამუშევრების მიღებას. ბავშვებო განაგრძეთ ხატვა,  აფიშის შექმნისას ხართ სრულია თავისუფალი; შეიძლება შემოიყენოთ ხატვის ნებისმიერი საშუალება და შემდეგ ისინი განათავსოთ თქვენი კინოკლუბის ოთახის კედლებზე. გარდა იმისა, კონკურსში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდით ქვემოთ მითითებულ ბმულზე და გამოაგზავნეთ შექმნილი ნამუშევრების ფოტოვერსია 20 ნოემბრამდე.

კონკურსის ნახვა

მიიღეთ მონაწილეობა გამოცხადებულ კონკურსში და თქვენი ნამუშევრები გათავსებული იქნება ჩვენი პროექტის ვებ. და ფეისბუქ გვერდებზე, საუკეთესოებს ელოდებათ სპეციალური პრიზები.

  1. „კინო სკოლაში“ მოსწავლეებს საშუალებას ისევ გააძლევთ საშუალებას გახდეთ არამარტო კონკურსის მონაწილე, არამედ ჟიურის ფუნქციაც შეასრულოთ, თვითონ გამოავლინეთ საუკეთესო ნამუშევრები. ვაცხადებთ ფოტოკონკურსს „გააცოცხლე კადრი ფილმიდან“,  საშუალება შეძლევათ განასახიეროთ კადრი თქვენს მიერ შერჩეული ქართული, ან უცხოური ფილმიდან და დააფიქსიროთ ეს ფოტოს საშუალებით (მიიღება ასევე მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოებიც). ფოტო უნდა იყოს  JPG ფორმატის.  ერთ მონაწილეს შუძლია მაქსიმუმ 3 ფოტო გამოაგზავნოს.

ფოტოების გამოგზავნა შეგიძლიათ 20 ნოემბრამდე. საუკეთესო ნამუშევრის გამოვლენა მოხდება ხმის მიცემის საშუალებით.

 

კონკურსის ნახვა

 

  1. ჩვენი პროექტი ცდილობს აქტიურად იყოს დაკავშირებული ინტერნეტ სივრცესთან და უწყვეტ რეჟიმში იყოს ხელმისაწვდომი მონაწილეებისთვის. ამის საშუალებას გვაძლევს ჩვენი ვებ. გვერდი, სადაც თითოეული სკოლა არის დარეგისტრირებული და აქვს საკუთარი პროფილი. გთავაზობთ ჩაერთოთ „საუკეთესო კინოკლუბის“ კონკურსში, შეფასება მოხდება და საუკეთესოს გამოვლენა მოხდება სკოლების ონლაინ პროფილების  საშუალებით.

გაითვალისწინეთ ეს და შესაბამისად მოაწყვეთ თქვენი სკოლი  პროფილი; განათავსეთ გარეკანის და პროფილის ფოტო, ჩატარებული ჩვენებების ამსახველი ფოტოები, დაარქვით სახელი კინოკლუბს და ასევე ასახეთ ყველა იქ აქტივობა, რომელიც გაიმართა პროექტის ფარგლებში და მიანიშნებს, რომ თქვენი კინოკლუბი წარმატებით ასრულებს თავის ფუნქციას.

ამ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა სკოლას და მისი მიზანია წავახალისოთ  სკოლები მეტი აქტიურობისკენ. მოაწყვეთ თქვენი სკოლის კინოკლუბის ონლაინ პროფილი, 20 ნოემბერს უკვე მოხდება შედეგების შეჯამება.  

  1. კიდევ ერთ კონკურსს ვაგრძლებთ, მონაწილე მოსწავლეებს გეძლევათ შესაძლებლობა შეამოწმეთ თქვენი  ცოდნა კინემატოგრაფის შესახებ ჩაებათ კონკურსში „დღის კითხვა“, ყოველდღიურად შაბათ-კვირის გარდა  1 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე  გამოქვეყნდება დღის კითხვა, რომელზე პასუხი დაიდება 24 საათის შემდეგ.  რეიტინგის საშუალებით გამოვლინდებიან გამარჯვებული კონკურსანტები, რომლებიც მეტ სწორ პასუხებს გამოგზავნიან.

კონკურსის ნახვა

2018-10-02T07:45:04+00:00