ლედი ფურგონში  

ლედი ფურგონში  

ასაკობრივი – 12

 

წარდგენა:

 

“ლედი ფურგონში” ეფუძნება რეალურ ისტორიას, რომელიც თავს გადახდა ფილმის პირველწყაროს, ამავე სახელწოდების პიესის ავტორს მწერალ ალან ბენეტს. ერთ მშვენიერ დღეს ბენეტი პარკში გაიცნობს უსახლკარო ქალს, რომელიც სთხორვს სულ რაღაც სამი კვირით მისი სახლის ფანჯრებთან ფურგონის დაყენებას. სამი კვირის ნაცვლად ბენეტის ქუჩაზე მერი შეპერდის მანქანა მომდევნო 15 წლის განმავლობაში დარჩება. ფილმის მსვლელობისას თანდათანობით ნათელი ეფინება მოხუცის წარსულს. როგორც ირკვევა, მერი მუსიკოსი და ცნობილი პიანისტის ალფრედ კორტოტის გამორჩეული მოსწავლე იყო. თუმცა დღეს ის ქუჩაში, დანგრეულ ფურგონში ცხოვრობს. ამის მიუხედავად, მერი ქუჩის მაცხოვრებელთათვის ყველაზე უფრო საყვარელ და კოლორიტულ ადამიანად იქცა.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:

 

ფილმი გადაღებულია ზუსტად იმ ადგილას და იმ სახლის წინ, სადაც რეალური ისტორია განვითარდა. მათ შორის, ფილმში გლოუსთერ ქრეზენთის ზოგიერთი  მაცხოვრებელიც მონაწილეობდა, ვინც მოესწრნენ მერი შეპერდს და ვისაც ახსოვდა ამ ქუჩის ყველაზე გამორჩეული მოხუცი.

 

თემები დისკუსიისთვის:

 

  • რამ უბიძგა მერის ქუჩაში ცხოვრებისკენ?
  • მერი ყველას უყვარს, მაგრამ ის მაინც ქუჩაში ცხოვრობს. რამდენად გულწრფელები არიან მერის გარშემო მცხოვრები ადამიანები?
  • რატომ გადაწყვიტა მერიმ ალან ბენეტის სახლთან გაჩერება და მომდევნო 15 წლის განმავლობაში იქ დარჩენა?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “ლედი ფურგონში”

 

ფილმზე “ლედი ფურგონში” წერისას აუცილებლად უნდა იმსჯელოთ მთავარი გმირისა და მისი ერთგული მეგობრის, ალან ბენეტის უჩვეულო ურთიერთობის მიზეზებზე. მერი შეპერდის გმირის დახასიათების დროს ყურადღება მიაქციეთ მის წარსულს, რატომ გადაწყვიტა მან ქუჩაში ცხოვრება და რამდენად რეალურია ის მიზეზი, რასაც ფილმის მსვლელობისას ვიგებთ. შეგიძლიათ ისაუბროთ მერისა და მეზობლების ურთიერთობაზეც, იმ გარემოზე სადაც მან საკუთარი სახლი-ფურგონის გაჩერება გადაწყვიტა. საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება იმის შესახებ თუ რამ განაპირობა მერის ქუჩაში გატარებული ძალიან საინტერესო ცხოვრება, მიუხედავად არასახარბიელო პირობებისა და სხვა უსიამოვნებებისა.

 

რეკომენდაცია:

 

თუ გაგიტაცათ მერისა და ალანის უჩვეულო მეგობრობის ისტორია, შეგიძლიათ ნახოთ:  მის დეიზის მძღოლი და წვიმის კაცი. თუ გაინტერესებთ ფილმები სადაც უსახლკაროთა თემაა გაშლილი, შეგიძლიათ ნახოთ: შეყვარებულები ხიდზე, აკატონე, გზა და დავიწყებულები.

 

საბეჭდი ვერსია : ლედი ფურგონში

ფილმის გადმოწერა: ლედი ფურგონში

2018-04-09T13:32:51+00:00