მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს

წარდგენა:

„მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“, ასე დაარქვა თავის დოკუმენტურ ფილმს, რეჟისორმა თინათინ გურჩიანმა, რომელიც ეკრანებზე 2011 წელს გამოჩნდა. ფილმში ყველა გმირი თავის თავს თამაშობს, საკუთარ ისტორიას ყვება, გეგმებს და მომავლის სურვილებს გვაცნობს.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:

რეჟისორმა „ქასთინგი“ (შერჩევა ფილმისთვის) გამოაცხადა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც საინტერესო ცხოვრება და ისტორიები ექნებოდათ. ყველა გმირი თავისი ნება-სურვილით მივიდა საკუთარი ამბის მოსაყოლად.

თემები დისკუსიისთვის:

  • ისაუბრეთ ფილმის გმირებზე, რა აერთიანებთ ამ ადამიანებს?
  • გინატრიათ თუ არა თქვენ, ისეთ მანქანაზე, რომელიც ყველაფერს გააქრობს?
  • რომელმა ისტორიამ მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება და რატომ?
  • როგორ ფიქრობთ რატომ მოინდომეს ამ ადამიანებმა საკუთარი ისტორიები ასე საჯაროდ მოეყოლათ? თქვენი აზრით სწორად მოიქცნენ?
  • აიგივებთ თუ არა საკუთარ თავს, ფილმის რომელიმე გმირთან?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“:

ფილმის გმირების მსგავსი ისტორია მთელს დედამიწაზე უამრავ ადამიანს აქვს. როგორია მათი სოციალური პრობლემები, დაახასიათეთ თითოეული გმირი. დაუკვირდით ბოლო გმირს და მის მონოლოგს, ეცადეთ გაიაზროთ იგი ფილმის ძირითადი სათქმელის კონტექსტში. ისაუბრეთ რა არის რეჟისორის ჩანაფიქრი. როგორ მოახერხა მან, რომ ამდენი ადამიანის ცხოვრება ერთ ფილმში მოაქცია და რამდენად შეძლო სწორად მოეტანა მაყურებლამდე ფილმის ძირითადი სათქმელი.

 

რეკომენდაცია:

საინტერესო იქნება თუ გაეცნობით თანამედროვე ქართული დოკუმენტურ ფილმებს „როცა დედამიწა მსუბუქია“, „მზის ქალაქი“  და  „ქალები საქართველოდან“. მათ არაერთი პრიზი მოიპოვეს სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალზე.

 

სასწავლო მასალა : მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს

ფილმის გადმოწერა : მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს

2018-06-11T07:41:39+00:00