საგაზაფხულო სეზონის შედეგები

22 ივნისს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა პროექტის „კინო სკოლაში“ საგაზაფხულო სეზონის დასკვნითი ღონისძიება. რომელსაც დაესწრნენ პროექტის ფარგლებში გამართული კონკურსების საუკეთესო მონაწილეები. გარდა ამისა, მოხდა წლევანდელი სიახლის „პროექტის ელჩის“ – მსახიობის და რეჟისორის თორნიკე გოგრიჭიანის წარდგენა (თორნიკე გოგრიჭიანთან ინტერვიუ შეგიძლიათ ნახოთ http://kinoskolashi.ge/  მთავარ გვერდზე). იგი პოპულარიზაციას გაუწევს პროექტს ფართო საზოგადოებაში, ასევე შემოდგომიდან ჩაერთვება სხვადასხვა აქტივობებში, შეხვდება მოსწავლეებს და გაუზიარებს მათ თავის გამოცდილებას.

ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულების დაჯილდოვების შემდეგ კინოსკოლელები მიიწვია კინოთეატრ „რუსთაველმა“, სადაც მათ უახლესი ფილმის ნახვის საშუალება მიეცათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მეხუთე წელია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით  ახორციელებს პროექტს „კინო სკოლაში“, რომელიც კინოგანათლების პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული. იგი მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. წელს პროექტი მიმდინარეობს საქართველოს რეგიონის 140 სკოლაში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიან სოფლებში. უკვე გაიმართა 1050 ჩვენება, სადაც დასწრება იყო 12400.  გარდა იმისა, რომ კინოსკოლელები იყურებენ ფილმებს, მართავენ დისკუსიებს, მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში. წელს გამარჯვებულები შემდეგ კონკურსებში გამოვლინდნენ:

  • საოცნებო ინტერვიუ:

ოლი მაისურაძე – სოფელ მეღვრეკისის საჯარო სკოლა (ინტერვიუ ზაზა ურუშაძესთან)

გიორგი მიქაბერიძე – მცხეთის N 1 საჯარო სკოლა (ინტერვიუ რეზო ჩხიკვიშვილთან) მცხეთის N 1 საჯარო სკოლა

მარიამ გიორგაძე – სოფელ ბუშეტის საჯარო სკოლა (ინტერვიუ ზაზა კოლელიშვილთან

  • დღის კითხვა:

ილია სადღობელაშვილი – სოფელ ჭალის საჯარო სკოლა (17 სწორი პასუხი)

მარიამ ცხადიაშვილი – სოფელ ზოდის საჯარო სკოლა (16 სწორი პასუხი)

მარიამ არჩუაძე – სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლა (16 სწორი პასუხი)

ელისაბედ მიქელაძე – ბათუმის წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია (16 სწორი პასუხი)

  • ფოტოკონკურსი „ჩემი კინო“:

ქეთი უძილაური – ახმეტის N1 საჯარო სკოლა

ვულოცავთ ყველა გამარჯვებულს !!!!!!!  პროეექტი “კინო სკოლაში“ სეზონს შემოდგომიდან განაახლებს.

2018-10-01T07:32:59+00:00