სამანიშვილის დედინაცვალი

წარდგენა:

„სამანიშვილის დედინაცვალი“ დავით კლდიაშვილის ნაწარმოების ეკრანიზაციაა. ფილმი, ისევე როგორც ნაწარმოებში, სოციალური სიდუხჭირის ფონზე ვითარდება. ხშირად ადამიანების ფიქრები, სურვილები და შესაძლებლობები ძალიან შორს არის რეალობასთან. აქედან გაჩნდა ქართულ ლიტერატურაში „შემოდგომის აზნაურები“, არადა ერთი შეხედვით პერსონაჟები სულაც არ არიან „ცუდები“. ფილმის მუსიკალური გაფორმება გია ყანჩელს და ჯანსუღ კახიძეს ეკუთვნით.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:

ფილმმა კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის რამდენიმე სპეციალური პრიზი მიიღო, როგორც რეჟისურისათვის, ასევე ოპერატორის ნამუშევრისთვის. ოპერატორია ლომერ ახვლედიანი, გადაღებები კი ზესტაფონში მიმდინარეობდა.

თემები დისკუსიისთვის:

  • როგორია ფილმის ძირითადი სიუჟეტი? გაავლეთ პარალელები ლიტერატურულ პირველწყაროსთან.
  • რა შენიშვნები გექნებოდათ პლატონთან მიმართებაში? დაახსიათეთ მისი პერსონაჟი.
  • ისაუბრეთ საზოგადოებაზე, როგორ დაახასიაათებთ მას?
  • დაუკავშირეთ ეს ამბავი რეალურ ცხოვრებას, რატომ უჩნდებათ ადამიანებს ასეთი სახის პრობლემები, ეს მომდინარეობს ობიექტური რეალობისგან, თუ თითოეული ადამიანის პიროვნული პოზიციიდან?

დაწერეთ რეცენზია ფილმზე „სამანიშვილის დედინაცვალი“

ფილმი დავით კლდიაშვილის მოთხრობის ეკრანიზაციაა, ამიტომ თუ ფილმზე წერას გადაწყვეტთ პირველ რიგში ნაწარმოებს გაეცანით და ამის შემდეგ იმსჯელეთ ფილმზე. ეცადეთ დაინახოთ განსხვავებები ამ ორს შორის და ისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად სწორად გადმოსცა რეჟისორმა მწერალის სათქმელი. ასევე კარგი იქნება თუ განიხილავთ საზოგადოებრივ პრობლემას, რომელიც ფილმშიც და ნაწარმოებშიც ასე მძაფრად არის ხაზგასმული.

რეკომენდაციები:

ალბათ დაინტერესდებით თუ ნახავთ ელდარ შენგელაიას ფილმს „მიქელა“, რომელიც ასევე დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული. ელდარ შენგელაიას ეკუთვნის ასევე ფილმები: „ცისფერი მთები“ და „შერეკილები“ სადაც საზოგადოების პრობლემები იკვეთება.

 

სასწავლო მასალა : სამანიშვილის დედინაცვალი

ფილმის გადმოწერა: სამანიშვილის დედინაცვალი

                                                                                                                                                                           

2018-06-11T07:38:05+00:00