საუკეთესო კინოკლუბის2018-10-02T07:41:56+00:00

ჩვენი პროექტი ცდილობს აქტიურად იყოს დაკავშირებული ინტერნეტ სივრცესთან და უწყვეტ რეჟიმში იყოს ხელმისაწვდომი მონაწილეებისთვის. ამის საშუალებას გვაძლევს ჩვენი ვებ. გვერდი, სადაც თითოეული სკოლა არის დარეგისტრირებული და აქვს საკუთარი პროფილი. გთავაზობთ ჩაერთოთ „საუკეთესო კინოკლუბის“ კონკურსში, შეფასება მოხდება და საუკეთესოს გამოვლენა მოხდება სკოლების ონლაინ პროფილების  საშუალებით.

გაითვალისწინეთ ეს და შესაბამისად მოაწყვეთ თქვენი სკოლი  პროფილი; განათავსეთ გარეკანის და პროფილის ფოტო, ჩატარებული ჩვენებების ამსახველი ფოტოები, დაარქვით სახელი კინოკლუბს და ასევე ასახეთ ყველა იქ აქტივობა, რომელიც გაიმართა პროექტის ფარგლებში და მიანიშნებს, რომ თქვენი კინოკლუბი წარმატებით ასრულებს თავის ფუნქციას.

ამ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა სკოლას და მისი მიზანია წავახალისოთ  სკოლები მეტი აქტიურობისკენ. მოაწყვეთ თქვენი სკოლის კინოკლუბის ონლაინ პროფილი, 20 ნოემბერს უკვე მოხდება შედეგების შეჯამება.