ხანგრძლივი ნიშნობა  

ხანგრძლივი ნიშნობა  

ასაკობრივი – 15

 

წარდგენა:

 

ჟან-პიერ ჟენეს ფილმი “ხანგრძლივი ნიშნობა” რომანტიკული დრამაა, რომელიც მატილდესა და მანეკ ლანგონეს რთული სასიყვარულო გზის შესახებ გვიყვება. მთავარი წინაღობა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და უმიზეზო ომია. პირველი მსოფლიო ომის პერიოდის საფრანგეთში მრავალი კაცი იყო, რომელიც სხვადასხვა მიზეზით ცდილობდა ჯარში გაწვევისგან თავის არიდებას. ლანგონე დანიშნული იყო მატილდეზე, რის გამოც განგებ მიიყენა სხეულის დაზიანება, რათა მსახურებისგან გათავისუფლებულიყო. სახლში მომავალი ის გაურკვეველ ვითარებაში უჩინარდება. მატილდე არ ეგუება ბედს, მისი სიკვდილის შესახებ გავრცელებული ცნობის მიუხედავად შეყვარებულის საძებნელად ის მაინც მიეშურება. ეს გზა პირველი მსოფლიო ომის უბედურებებსა და ტრაგედიაზე გადის.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

 

გადაღებების ფროცესში ფილმს შეექმნა ფინანსური პრობლმები, რის გამოც პროდიუსერებმა დახმრებისთვის სახელწიფო კინოფონდს მიმართეს. თუმცა პარიზის სასამართლომ სახელწიფონ აუკრძალა ფინანსების გაღება, რადგან კომპანია რომელიც “ხანგრძლივ ნიშნობას” იღებდა, ამერიკული კომპანიის “ვორნერ ბრაზერსის” მიერ იყო დაფუძნებული.

 

თემები დისკუსიისთვის:

 

  • რატომ ცდილობენ კაცები ომში წასვლისგან თავის არიდებას?
  • მატილდეს მიერ საქმროს მოსაძებნად წასვლაში ჩანს მხოლოდ რომანტიკული ნაბიჯი თუ გმირობა, რომელიც, ომზე საუბრისას მხოლოდ კაცებს მიეწერებათ?
  • რითი განსხვავდება მატილდესა და ლანგონეს ურთიერთობა ომის დაწყებამდე და მის შემდეგ?
  • რამდენად კეთილ მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს ესათუის ომი, საბოლოო ჯამში, ამართლებს თუ არა მიზანი საშუალებას?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “ხანგრძლივი ნიშნობა”

 

“ხანგრძლივი ნიშნობაზე” წერისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს თუ რა განწყობას ატარებს ეს ფილმი. თქვენ უნდა შეეცადოთ ფილმის მთავარი აზრის გამორკვევასა და მის აღწერას, ასევე რეჟისორის სათქმელის მკითხველისთვის გადმოცემას. ასევე სასურველია ყველა იმ დეტალის გახსენება, რომელიც წარმოაჩენს პირველი მსოფლიო ომის აბსურდულობას, სისასტიკესა და დამანგრეველ ბუნებას. ყურადღება მიაქციეთ ფილმის მხატვრულ მხარეს, რომელიც ისტორიის რეკონსტრუირების დროს ხაზს უსვამს სისატიკისა და სასოწარკვეთილების ფენომენს.

 

რეკომენდაცია:

თუ მოგწონთ ანტიმილიტარისტული ფილმები, მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ: პიანისტიპოლკოვნიკი რედლი და დიდი ილუზია. ასევე: რკინის სრული საფარი და აპოკალიფსი დღეს.

 

საბეჭდი ვერსია : ხანგრძლივი ნიშნობა

ფილმის გადმოწერა : ხანგრძლივი ნიშნობა

2018-04-09T13:08:51+00:00