ფიროსმანი

წარდგენა:

“ფიროსმანი” ქართული მხატვრული ფილმი გახლავთ, რომელიც ცნობილი ქართველი თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ცხოვრებზე მოგვითხრობს. Fფილმი 1969 წელს გიორგი შენგელაიამ გადაიღო. Nნიკო ფიროსმანის ტრაგიკულ ცხოვრებაზე ყველა ჩვენგანს ხშირად გვსმენია. შემოქმედის ცხოვრება მიუხედავად მისი ნიჭიერებისა მართლაც ძალიან მძიმე და სევდიანი იყო, ყველაფერი ეს ფილმში ძალიან ზუსტად არის გადმოცემული და მისი ნახვისას თქვენ უკეთესად გაეცნობით ნიკო ფიროსმანის განვლილ გზას.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:

ფილმმა არაერთი პრიზი მიიღო, 1973 წელს მას გადაეცა ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრემია, ასევე 1974 წელს გრან-პრი “ოქროს ჰიუგო” ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, ამავე წელს მიიღო კიდევ ერთი ჯილდო აზოლოს საერთაშორსო კინოფესტივლზე.

თემები დისკუსიისთვის:

როგორ გგონიათ რამ გამოიწვია ხელოვანის ასეთი უიღბლობა?
თქვენი აზრით რა სჭირდება ხელოვანს იმისათვის, რომ იყოს რეალიზებული საკუთარ საქმეში?
როგორ ფიქრობთ, ადამიანი უნდა იყოს შემგუებელი თუ უპირისპირდებოდეს რეალობას? როგორი იყო ფიროსმანი იბრძოდა უკეთესი ცხოვრებისთვის?
წარმოიდგინეთ თავი ნიკო ფიროსმანის ადგილას, რომ შეგეძლოთ რას შეცვლიდით, როგორ მოიქცოდით?
გაავლეთ პარალელი სხვა ხელოვანების ბიოგრაფიებთან, როგორც ქართველების, ასევე უცხოელების, გაიხსენეთ მათ შესახებ შექმნილი ფილმები (მაგალითად, მილოშ ფორმანის “ამადეუსი”) 
დაწერეთ რეცენზია ფილმზე “ფიროსმანი”

ფილმზე წერისას ისაუბრეთ ხელოვანის ბედზე, როგორი იყო ის ფიროსმანისთვის,  რატომ იყო ასეთი ტრაგიკული. ისაუბრეთ ზოგადად ხელოვანი ადამიანის ცხოვრებაზე და არსებულ სირთულეებზე.

რეკომენდაციები:

ამ ფილმის ნახვისას, ალბათ გაგიჩნდებათ თანაგრძნობა ფიროსმანის მიმართ, კარგი იქნება თუ ნახავთ ფილმებს “იყო შაშვი მგალობელი” და “არაჩვეულებრივი გამოფენა”, რომლებშიც ასევე აღწერილია შემოქმედი ადამიანების ცხოვრება და შეგიძლიან იპოვოთ სხვაობა ამ ფილმების მთავარ გმირებს შორის – სამი ფილმი, სამი ხელოვანი, სამი ცხოვრების გზა.

 

სასწავლო მასალა : ფიროსმანი

ფილმის გადმოწერა: ფიროსმანი

2018-06-07T12:32:02+00:00