პის ცხოვრება

PG-რეკომენდირებულია მშობლების დასწრება

წარდგენა

ოსკაროსანი  რეჟისორის ენგ ლის „პის ცხოვრება“იან მარტელისამავე სახელწოდების ნოველის მიხედვითაა შექნილი. ინდოეილი ბიჭი, სახელად- პი, ზოოპარკის მეპატრონის შვილია, წყნარი ოკეანის გადაცურვისას მშობლებთან და სხვა ცხოველებთან ერთად  შტორმში მოყვება,თანამედროვე „ნოეს კიდობანში“ პი და ვეფხვი რჩებიან.  ფილმი ადამიანისა და ცხოველის ეპიკური ოდისეაა, სადაც ზღვარი თვითგადარჩენის ინსტინქტსა და მათ მეგობრობაზე  გადის.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

  • წიგნის მიხედვით პიმ გემზე 227 დღე გაატარა.

თემები დისკუსიისთვის

  • ფილმის დასაწყისში მთავარი გმირი ღმერთის პოვნას ცდილობს, ის სხვადასხვა რელიგიას ეცნობა. მაგრამ საბოლოოდ ის ღმერთს სულ სხვა ვითარებაში აღმოაჩენს. რისი თქმა სურდა ოკეანეში მარტო დარჩენილი ბიჭის ამბით რეჟისორს?
  • ადამიანების და ცხოველების მეგობრობაზე არაერთი ფილმია შექმნილი. რედიარდ კიპლინგის „მაუგლი“ „ტარზანი“ … რამდენად აქტუალურია დღეს ეს ფილმი, რამდენად ფიქრობენ ადამიანები ცხოველთა სამყაროზე და მათ ბედზე?
  • თქვენ, რომ რეჟისორი ყოფილიყავით, როგორი იქნებოდა ფილმის თქვენეული ფინალი?
  • რა უფრო მთავარია თვითგადარჩენის ინსტიქტი თუ სხვების სიცოცხლეზე ზრუნვა?

დაწერე რეცენზია ფილმზე-პის ცხოვრება

წერისას აქცენტი გააკეთეთ მთავარი გმირის ძიებების პროცესზე: ის ეძებს ღმერთს, საკუთარ თავს, სიყვარულს, ცდილობს აღმოაჩნოს ახალი სამყარო-ამ ყველაფრის შანსი მას მხოლოდ ნავში ბენგალიურ ვეფხვთან დარჩენილს ეძლევა. ეცადეთ წინა პლანზე წამოწიოთ ადამიანის და ცხოველის მეგობრობის თემები, როგორ იცვლება ნავზე ყოფნის პერიოდში, დღიდან-დღემდე მთავარი გმირი. დისკუსიისას გამოკვეთილი პასუხების გამოყენებით დაწერეთ ფილმზე რეცენზია.

რეკომენდაცია

თუ სათავგადასავლო ფილმები გიზიდავთ სადაც  მარტოხელა გმირი ცდილობს ბუნებასთან გამკლავებას, გირჩევთ ნახოთ :„რობინზონ კრუზო“ „ორი ძმა“  „გარიყული“„ჯუნგლების წიგნი“