12 განრისხებული მამაკაცი

U-დაშვებულია ყველა ასაკის მაყურებლისთვის/უნივერსალური

წარდგენა

ამერიკელი რეჟისორის სიდნი ლუმეტის “12 განრისხებული მამაკაცი”, რეჯინალდ როუზის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით  1957 წელს შეიქმნა. ფილმში ერთმანეთისგან  რადიკალურად განსხვავებული   12 ნაფიცი მსაჯული ცდილობს იმის გარკვევას, მოკლა თუ არა 18 წლის ახალგაზრდამ საკუთარი მამა. სიმართლის ძიების პროცესში ისინი ღიად უპირისპირდებიან ერთმანეთს, მხოლოდ  ერთ-ერთი მათგანი ცდილობს სამართლიანი ვერდიქტის გამოტანას და სხვების  “გადაბირებას”.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

  • ფილმი ამერიკელი მწერლის რეჯინალდ როუზის პიესის მიხედვითაა შექმნილი.
  • ფილმის გადაღებამდე რეჟისორმა თორმეტივე მსახიობი ოთახში ოთხი საათით გამოკეტა და აკვირდებოდა, თუ რას მოიმოქმედებნენ ისინი.
  • სიდნი ლუმეტის ფილმს ხშირად იყენებენ სასწავლო მიზნით სხვადასხვა დაწესებულებებში. (კონფლიტის გადაჭრა, მოდერაციის ხელოვნება)
  • ჰენრი ფონდამ ამერიკიის კინოაკადემიის ჯილდო (ოსკარი) მიიღო ფილმში განსახიერებული როლისთვის.

თემები დისკუსიისთვის

  • თუ ნაფიციმსაჯულები ახალგაზრდას დამნაშავედ ცნობენ, მას სიკვდილით დასჯიან… თქვენი აზრით, ფილმის დასაწყისში რამდენად იაზრებენ მსაჯულები ამ მოცემულობას და საკუთარ პასუხისმგებლობას? ბრალდებული, რომ მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი ყოფილიყო, ფაქტის მიუხედავად, შეიცვლებოდა თუ არა მის მიმართ დამოკიდებულება?
  • რა გზებით, მეთოდებით ცდილობს ჰენრი ფონდას პერსონაჟი დანარჩენების გადაბირებას და როგორ აღწევს ის სამართლიანობას?
  • რამდენად იყო რეჟისორის თვითმიზანი ამერიკული მართლმასჯულების “ხერხემლის” ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მსხვილი ხედით ჩენება ?
  • ფილმში მოქმედება ჩაკეტილ სივრცეში-ნაფიც მსაჯულთა ოთახში ვითარდება, თქვენი აზრით, რატომ ირჩევს სიდნი ლუმეტი მხოლოდ ერთ სივრცეს, რისი მიღწევა სურს მას ამით?

დაწერე რეცენზია ფილმზე-12 განრისხებული მამაკაცი

სიდნი ლუმეტის ნამუშევარი ამერიკული კინოს კლასიკაა, ფილმს გამოსვლისთანავე უარყოფითად შეხვდა კრიტიკა. თქვენი აზრით რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი? რეცენზიის წერისას აქცენტი გააკეთეთ ეპოქალურ კონტექტსებზე: ფილმში მოქმედება 50-იანი წლების ამერიკაში ხდება, რა ძირითადი სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობდა ამ დროს, როგორ და რა გზებით ცდილობენ ფილმში მსაჯულები სიმართლის დადგენას, უშლის თუ არა ხელს პირადი გამოცდილება ნაფიც მსაჯულს “სწორი” გადაწყვეტილების მიღებაში. რეცენზიის წერისას გამოიყენეთ დისკუსიისას გამოვლენილი პასუხები.

რეკომენდაცია

თუ თქვენ გიზიდავთ ფილმები, სადაც ადამიანის და კანონის, სამართლიანობის თემებია წინა პლანზე გირჩევთ ნახოთ: “ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები”   “მკვლელობის ანატომია” “ახალგაზრდა მისტერ ლინკოლნი”  ამას გარდა, გირჩევთ იხილოთ  სიდნი ლუმეტის შემდეგი ფილმები : “ქსელი” “ვერდიქტი”