პრესტიჟი

ასაკობრივი – 12

 

წარდგენა:

 

ქრისტოფერ ნოლანის ფილმი “პრესტიჟი” გვიყვება ორი დაპირისპირებული მაგის შესახებ, რომლებმაც ერთმანეთთან ბრძოლა ცხოვრების მთავარ მიზნად დაისახეს. მათ მდგომარეობას შეგვიძლია სიშმაგე ვუწოდოთ, რადგან ყველაფერი სხვა, იქნება ეს სიყვარული თუ მეგობრობა, გამომდინარეობს მხოლოდ ერთი იდეაფიქსიდან, თუ როგოდ დაამარცხონ კონკურენტი. ფილმის მაყურებელი, მსგავსად იმდროინდელი ფოკუსების წარმოდგენების აუდიტორიისა, სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებით მოჯადოებულ მდგომარეობაში იმყოფება, სანამ არ გამოვლინდება ოცნებებისა და მაგიის სამყაროს ბანალური და არაფრით გამორჩეული მდგომარეობა.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ :

 

ფილმის მთავარი გმირების ინიციაალები ABRA (Alfred Borden Robert Angier) გვაგონებს “აბრაკადაბრას”, რომელიც ყველაზე გავრცელებული სიტყვაა ჯადოქრებისა და მაგების სამყაროში.

 

თემები დისკუსიისთვის:

 

  • რას მოასწავებს ენჟიერსა და ბორდენს შორის არსებული აკვიატებული შეჯიბრი?
  • როგორ განმარტავთ მაგიასა და მეცნიერებას შორის არსებულ დაპირისპირებასა თუ თანამშრომლობის მაგალითებს?
  • რა თავისებურებები ახასიათებდა XX-ე საუკუნის დასაწყისის საზოგადოებას, რა თვალშისაცემი განსხვავებებია მათსა და დღევანდელ დღეს შორის?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “პრესტიჟი”

 

“პესტიჟი” არ არის მხოლოდ ბიოგრაფიული დეტექტივი, გარდა მთავარი გმირების ისტორიისა, ის სხვა თემებსაც ეხება. რეცენზიის წერისას შეგიძლიათ შეეხოთ მაგიისა და მეცნიერების ურთიერთობის საკითხს, როგორ უყურებდნენ წარსულში მათ, რიგით მოქალაქეებს რა წარმოდგენები ქონდათ ყოველ ახალ გამოგონებაზე, მიჯნავდნენ თუ არა მეცნიერებას ფსევდომეცნიერებისგან და ა.შ. ასევე შეგიძლიათ ყურადღება მიაქციოთ მთავარ გმირებს შორის არსებულ ჩახლართულ ურთიერთობასა და შეეცადოთ ახსნათ იმ აკვიატების მიზეზები, რამაც საბოლოო ჯამში ორივე მათგანი შეიწირა.

 

რეკომენდაცია:

 

თუ მოგეწონათ ენჟიერსა და ბორდენს შორის არსებული აკვიატებული კონკურენცია, შეგიძლიათ ნახოთ: შიმშილის თამაშებიდამფუძნებელი და ჰილარი და ჯეკი. თუ გაინტერესებთ ფილმები, სადაც ზებუნებრივისა და საღი აზრის დაპირისპირება მიმდინარეობს, შეგიძლია ნახოთ: ჯადოქრებისენსაცია და მთვარის შუქის მაგია.