გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი

15-რეკომენდირებულია 15 წლიდან

წარდგენა

შეყვარებული წყვილი, ასი ათასი გერმანული მარკა, პისტოლეტი და ლიმიტირებული დრო-ეს ყველაფერი გერმანელი რეჟისორი ტომ ტიკვერისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ 90-იანი წლების  ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმი შეექმნა “გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი” . ფილმის მთავარი გმირი ლოლა (ფრანკა პოტენტე) შეყვარებული- მანისგან სატელეფონო შეტყობინებას იღებს, რომ ფული, რომელიც მას არ ეკუთვნოდა მეტროში დარჩა, ლოლას სულ რაღაც 20 წუთი აქვს ფულის მოსაპოვებლად და მის გადასარჩენად, წინააღმდეგ შემთვევაშ მანი მაღაზიას გაქურდავს.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

  • ფილმში არაერთი სპირალისებური ფორმაა, ვიზუალური ნაწილის შექმნის ინპირაცია ტომ ტიკვერისთვის ალფრედ ჰიჩკოკის “თავბრუსხვევა” გახდა.

თემები დისკუსიისთვის

  • რა სიმბოლოებით გადმოსცა რეჟისორმა დროის მუდმივი სვლა და რატომ აკეთებს  აქცენტს დროზე?
  • ფილმს მსვლელობისას, რამდენად მართლდება დასაწისში ნათქვამი ფრაზა” ყოველი თამაშის შემდეგ, ახალი თამაშის იწყება”
  • რეჟისორი ერთ ამბავს 3 სხვადასხვა ფინალით გვიყვება, რომელია თქვენთვის ყველაზე მისაღები და თქვენ რომ რეჟისორი იყოთ, როგორ დაასრულებდით ფილმს?

 

დაწერე რეცენზია ფილმზე-გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი

რეჟისორი აქცენტს აკეთებს დროის მუდმივ ცვალებადობაზე, ამბავს იწყებს და 3 ივეჯერ სხვადასხვა ფინალით ამთავრებს, წერისას ეცადეთ ამოხნსათ, თუ რატომ ირჩევს გერმანელი ავტორი თხრობის ასეთ, ორიგინალურ ფორმას. მართალია, შინაარსი და ფორმა თავის კლასიკურ მნიშვნელობას კარგავს,  მაგრამ ფორმისეული ძიებები წინა პლანზეა წამოწეული. რას ფიქრობთ, აქ მთავარია როგორ გადაიღებს ავტორი და არა რას გადაიღებს?  წერისას ამ ყოველივეს ყურადღება მიაქციეთ.

რეკომენდაცია

ფილმი სადაც მთავარი პერსონაჟი ლოლას მსგავსად მოქმედებს“ფორესტ გამბია”, ფილმი, რომლის გმირები კონკრეტული დროის ამოწურვამდე მოქმედებენ  –“სიჩქარე”