დიდი გმირების ექვსეული

IMDB 7.8 /10

ასაკობრივი – PG

 

წარდგენა:

 

“დიდი გმირების ექვსეული” არის ანიმაცური ფილმი, სადაც მოქმედება გამოგონილ ქალაქში სან-ფრანსოკიოში მიმდინარეობს. ეს ადგილი ამერიკული და იაპონური კულტურების ნაზავს წარმოადგენს. ფილმის მთავარი გმირი გამომგონებელი ვუნდერკინდია, რომელიც მეგობრებთან ერთად მიკრობოტების შექმნაზე მუშაობს. მომავალში ის ბოროტმოქმედს დაუპირისპირდება, რისთვისაც უწყინარი მიკრობოტების საბრძოლო მანქანებად გადაკეთება მოუწევს. როგორც ცნობილია, იაპონი ძველი საბრძოლო ხელოვნებისა და ტექნოლოგიური პროგრესის, რობოტების წარმოების სამშობლოა. ჰიროს ისტორია სწორედ ამ ორი მოვლენის გაერთიანების შესახეებ გვიყვება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სასიკეთოდ, ისე ბოროტი საქმეების კეთებისთვის.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ :

 

მიკრობოტების მოძრაობებს ტყის ქარცი ჭიანჭველების მოძრაობები უდევთ საფუძვლად, რასაც სპეციალურად იკვლევდა გადამღები ჯგუფი.

 

თემები დისკუსიისთვის:

 

როგორ მიმდინარეობს ფილმში ამერიკული და იაპონური კულტურების შეჯვარება?
ადამიანებს ხშირად ეშინიათ რობოტების. კულტურაში ისინი წარმოგვიდგებიან როგორც ადამიანის მოდგმის მოძულე მანქანები. როგორი ტიპის რობოტებს გვთავაზობს ეს ფილმი და რატომ?
ფილმის მთავარი გმირისა და მისი ამხანაგების მეგობრობის ძალა იქნებოდა თუ არა საკმარისი ბოროტმოქმედის დასამარცხებლად?
როგორი დამოკიდებულება გაქვთ ხელოვნური ინტელექტის მიმართ, შეიძლება თუ არა რომ მანქანას ეწოდოს პიროვნება?

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “დიდი გმირების ექვსეული”

 

“დიდი გმირების ექსვეული” ამავე სახელწოდების კომიქსის ეკრანიზაციაა. აქედან გამომდინარე, ანიმაციურ ფილმშიც წარმოდგენილია კეთილი და ბოროტის ორთაბრძოლა. შეგიძლიათ დასვათ კითხვა თუ რატომ ვგულშემატკივრობთ ყოველთვის კეთილ პერსონაჟებს და იმსჯელეთ კონკრეტულად “დიდი გმირების ექვსეულის” ძალაზე. ფილმის მთავარი პერსონაჟების სიძლიერე ხომ გუნდორობასა და მეგობრობაშია და არა იარაღსა თუ ახალ გამოგონებებში. გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ ამ სიუჟეტზეა აგებული ყველა ზრაპარში, მთავარი არა ფინალი, არამედ ის გზაა, რასაც დადებითი პერსონაჟები გადიან ბოროტი ძალების დასამარცხებლად. აღწერეთ ეს გზა და რა ქვეტექსტების მატარებელი შეიძლება იყოს.

 

რეკომენდაცია:

თუ მოგწონთ ანიმაციური ფილმები სუპერგმირებზე, შეგიძლიათ ნახოთ: ყველაზე მაგრები, საზიზღარი მე და კუნგ-ფუ პანდა. თუ გაინტერესებთ ფილმები, სადაც ზებუნებრივი ძალის მქონე ადამიანები გამიზნულად არ იქცევიან სუპერგმირებივით, შეგიძლია ნახოთ: მცველი და თვითმკვლელთა რაზმი.