მენეჯმენტი

„კინო სკოლაში” ხორციელდება კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მატერიალური მხარდაჭერით.

ჩვენი პროექტის „კინო სკოლაში“ მთავარი მიზანია, კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით, მოზარდებს ანალიტიკური აზროვნება და შემოქმედებითი უნარები განვუვითაროთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ საქართველოს სკოლებში მივდივართ და მოსწავლეებს, სპეციალურად მათთვის შერჩეულ კინო პროგრამას ვთავაზობთ.

 

პროექტში ჩართულ სკოლებში ყოველკვირეულად იმართება ქართული და უცხოური ფილმების ჩვენება; სპეციალურად შერჩეული სასწავლო მასალის გამოყენებითა და „კინომისიონერების“ (კინო სპეციალისტების) მონაწილეობით, ჩვენებებს შემეცნებითი დისკუსიები და საინტერესო საუბრები მოჰყვება. გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეები ჩართული არიან სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობებში: იღებენ ფილმებს, ხატავენ აფიშებს, წერენ რეცენზიებს და მონაწილეობენ პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ სახალისო კონკურსებში. ამას გარდა, ხშირად იმართება ხოლმე შეხვედრა რომელიმე ცნობილ ქართველ კინემატოგრაფისტთან ანდა მსახიობთან.  ჩვენი პროექტის სტუმრები სხვადასხვა დროს ყოფილან: ელდარ შენგელაია, მიშა კობახიძე, ზაზა ურუშაძე, ლევან კოღუაშვილი, ზაზა კოლელიშვილი, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, მერაბ ნინიძე და სხვა.

 

ჩვენი კინოსაგანმანათლებლო რესურსების: მოზარდებისთვის სპეციალურად შერჩეული ფილმების, სასწავლო მასალების, ონლაინ კონკურსების, კინო სპეციფიკის შემსწავლელი აპლიკაციისა და  პროექტის ფორმატით შემოთავაზებული კიდევ მრავალი საინტერესო აქტივობის საშუალებით თქვენ, კინომოყვარულების სამყაროში აღმოჩნდებით.

 

გამოიყენეთ ეს შანსი და  შემოგვიერთდით.

 

თუ გსურთ თქვენი სკოლა და თქვენი კლასი ამ საინტერესო პროექტის მონაწილე გახდეს, დაგვიკავშირდით!

გაიგეთ მეტი
ჩვენი გუნდი

კოტე ჩლაიძე

რეგიონული პროექტების დეპარტამენტის უფროსი

კარგ კინოს აქვს თვისება ადამიანის ცხოვრება საინტერესო გახადოს. ჩვენ კარგ კინოს ქვეყნის რეგიონების სკოლებში ვაჩვენებთ და ვფიქრობთ, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებთ.

თეა გაბიძაშვილი

რეგიონული პროექტების დეპარტამენტის მენეჯერი

როცა პროექტში ჩართული ბავშვების შეფასებებს ისმენ და მათ ქმედებებს ხედავ, ხვდები რომ საქმე, რომელსაც აკეთებ სულაც არ არის რუტინა, არამედ რეალურად ცვლის თაობას, კვალს ტოვებს მათ ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, „კინო სკოლაში“ თავის თავში ატარებს საკმარის პოტენციალს განვითრებისთვის, ჩვენ მხოლოდ გზამკვლევის ფუნქციას ვითავსებთ.

ხშირად დასმული კითხვები

ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობის მიღება?

როგორ შეგვიძლია ჩავერთოთ პროექტში?

რა ტიპის ღონისძიებებს მოიცავს პროექტი?





x

Login

Remember me
Forget password ?

Or via social

x

sign up