არგო   ასაკობრივი – 15

 

წარდგენა:

 

“არგო” ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივი სპეცოპერაციის კოდური სახელწოდებაა, რომლის მიზანიც ექვსი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში იყო. საქმე ეხება 1979 წლის ირანის ისლამურ რევოლუციას, როდესაც აიათოლა ხომეინმა დაამხო შახის მმართველობა და დაიკავა თეირანში ამერიკის საელჩოს შენობა. ამბოხებულებმა ყველა თანამშრომლები მძევლად აიყვანეს, თუმცა რამდენიმე მათგანმა მოახერხა გაქცევა და თავი კანადის ელჩს შეაფარეს. ამერიკის მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომელიც ირანის უშიშროების მოტყუებას გულისხმობდა, ქვეყნიდან ისინი უნდა წამუსილიყვნენ როგორც სამეცნიერო ფანტასტიკის “არგოს” კანადელი გადამღები ჯგუფი. ამ ოპერაციის თაოსნობა უშიშროების აგენტსა და ჰოლივუდელ პროდიუსერს დაევალათ.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:

 

“არგო” აკრძალულია ირანში იმ მიზეზით, რომ თითქოს ფილმში მხოლოდ პროამერიკული პოზიციაა წარმოჩენილი. თუმცა მას  სხვა კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც ამბობენ, რომ “არგოში” მრავალი ისტორიული ფაქტია დამახინჯებულია, საგრძნობლად შემცირებულია კანადის როლი და მოვლენები პოლიტიკურად ანგაჟირბულია.

 

თემები დისკუსიისთვის:

 

  • საელჩოდან გამოქცეულ ექვს თანამშრომელს დახმარებას სხვადასხვა ქვეყანა უწევს, რითაც საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება დააყენეს კითხვის ქვეშ. რადმენად გამართლებულია აღნიშნული ქმედება?
  • რა როლი ითამაშა ამ სპეცოპერაციაში ჰოლივუდმა, რომელიც სახელწიფოსგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი იდუსტრიაა?
  • როგორ ახერხებს რეჟისორი სიუჟეტის დაძაბულობის მუხტის ფილმის ფინალამდე მიტანასა, ისე რომ მაყურებლს ერთმევა მოდუნების ყველანაირი საშუალება?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “არგო”

 

“არგოზე” რეცენზიის წერისას, მნიშვნელოვანია ჯაშუშებისა და აგენტების გამჭრიახობისა და სიმამაცის ისტორიის გადმოცემა, იმ დეტალების აღწერა, რამაც გადარჩენის ეს უცნაური გეგმა შესაძლებელი გახადა. მნიშვნელოვანია ჰოლივუდის როლის აღნიშვნაც, რომელიც არც მანამდე და არც ამ ამბის შემდეგ, არასდროს ყოფილა  მსგავს სპეცოპერაციაში ჩართული. ასევე სასურველია ისაუბროთ სოლიდარობის ფენომენზე, რაც უცხო ქვეყნის ელჩებმა, საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის რისკის ფასად, ექვსი ამერიკელის გადასარჩენად გამოიჩინეს.

 

რეკომენდაცია:

თუ გაგიტაცათ “არგოს” სიუჟეტმა, შეგიძლიათ ნახოთ: ჯაშუშთა ხიდი, დახეული ფარდა, ჩრდილოეთით ჩრდილო-დასავლეთის გავლით და ყველაზე საშიში ადამიანი.

 

 

საბეჭდი ვერსია : არგო

ფილმის გადმოწერა: არგო