ველოსიპედების გამტაცებლები

U-დაშვებულია ყველა ასაკის მაყურებლისთვის/უნივერსალური

წარდგენა

იტალიელი რეჟისორის ვიტორიო დე სიკას  1948 წელს შექმნილი ოსკაროსანი ფილმი  “ველოსიპედების გამტაცებლები” ნეორეალიზმის კლასიკაა. მოქმედება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იტალიაში ხდება და მამა-შვილის ანტონიოსა და ბრუნოს ისტორიას ასახავს. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ  მთავარგმირს ველოსიპედს მოპარავენ. რომის ქუჩებში ის კუთვნილი ნივთის დაბრუნებას და სამართლიამობის აღდგენას ცდილობს, ის იმ ზომამდე, მიდის, რომ ბოლოს თავად ხდება სხვისი ველოსიპედის გამტაცებელი.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

  • ფილმზე მუშაობისას რეჟისორმა განგებ თქვა უარი პროფესიონალ მსახიობებზე.
  • ნეორეალიზმი, მიმდინარეობაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იტალიაში დაიბადა. რეჟისორები რეალობის დანახვის ახლებურ ფორმას სთავაზობდნენ მაყურებელს. ვიტორიო დე სიკა მხატვრულ ფილმში, დოკუმენტური სიზუსტით აღწერს იტალიის სოციალურ-პოლიტიკურ ფონს და ადამიანების მძიმე ყოფას.

თემები დისკუსიისთვის

  • ანტონიო სამსახურის პოვნით გახარებულია, თუმცაღა მისი წამიერი ბედნიერება ფილმის დასაწყისშივე ქრება. ოჯახის შემოსავლის ერთდაერთ საშუალებას პარავენ. რა გზებით ცდილობს ის კუთვნილი ნივთის დაბრუნებას?
  • ავტორი, 40-იანი წლების რომის პორტრეტს ქმნის, სადაც მთავარი გმირის მსგავსი პრობლემებით სხვა მოქალაქეებიც იტანჯებიან. ანტონიოს ველოსიპედი მოპარეს, შემდეგ თავადვე პარავს სხვას, რატომ იქცევა ასე ? და როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ანტონიოს მიმართ?
  • რა როლი აქვს ბრუნოს მამის ცხოვრებაში და რა გზებით ცდილობს ის მის დახმარებას?
  • როგორ შეაფასებდით ფილმის ფინალს?

 

დაწერე რეცენზია ფილმზე-ველოსიპედების გამტაცებლები

რეცენზიის წერისას, ყურადღება გაამახვილეთ მსახიობების თამაშზე, მათ მიმართ რეჟისორის დამოკიდებულებაზე და ფილმის ფინალზე. როგორია დღვენადელი გადასახედიდან “ველოსიპედების გამტაცებლები” და რატომ არ კარგავს ის აქტუალობას.

რეკომენდაცია

თუ გაინტერესებთ ფილმები, რომელშიც მამა-შვილისურთიერთობაა ასახული  გირჩევთ ნახოთ “ცხოვრება მშვენიერია” ფილმები სადაც აქცენტი,  ოჯახის და საზოგადოების მხრიდან ბავშვის მიმართ  დამოკიდებულებაზე კეთდება, ასეთია “400 დარტყმა”. ამას გარდა გირჩევთ ნახოთ იტალიური ნეორეალიზმის სხვა ფილმები “რომი ღია ქალაქი”“სასწაული მილანში”

 

 

საბეჭდი ვერსია : ველოსიპედების გამტაცებლები