თავდაყირა  

ასაკობრივი – U

 

წარდგენა:

 

ანიმაციური ფილმი “თავდაყირა” 11 წლის გოგონას რაილის ისტროიას გვიყვება, რომელსაც ძალიან რთული ემოციური განსაცდელი დაატყდება თავს. ამ პერიოდის ბავშვებში იწყება გარდატეხის ასაკი, რაც ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასხვასთან არის დაკავშირებული. ამ ყველაფერს ამძიმებს რაილის მშობლების გადაწყვეტილება საცხოვრებელი ადგილის გამოცვლასთან დაკავშირებით. ის საკუთარ თავში იკეტება და ხშირად უმიზეზოდ ღიზიანდება და ბრაზდება, რაც დამახასიათებელია ამ ასაკის მოსაზრებისთვის. ეს გზა ყველა ადამიანს აქვს გამოვლილი, თუმცა ბევრი არაფერი ცნობილი თუ რატომ და როგორ ვითარდება ის.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ :

 

თავდაპირველად, ფილმის შემქმნელები 27 ემოციას განიხილავდნენ, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ხუთზე შეჯერდნენ, რათა ფილმი არ გამოსულიყო ზედმეტად რთული. ასევე ფილმში იგეგმებოდა დამატებით სამი ემოციის დამატება (გაოცება, სიამაყე და ნდობა), რაც აღარ განხორცელებულა.

 

თემები დისკუსიისთვის:

 

  • როგორ დაახასიათებდით სიხარულსა და მწუხარებას, რამდენად გვანან ან განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან?
  • რა გზას გადიან სიხარული და მწუხარება სანამ უკან, მართვის ცენტრში არ დაბრუნებიან?
  • ფილმიდან რა ინფორმაციას ვიგებთ ადამიანის ქცევის შესახებ?
  • რაილის ისტორია არის ერთი კონკრეტული ამბავი, თუ ამ გზას ყველა ადამიანი გადის?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “თავდაყირა”

 

“თავდაყირა” წამყვანი ამერიკელი ფსიქოლოგების დახმარებით შექმნილი ანიმაციური ფილმია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფილმში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გვხვდება. წერისას თქვენ შეგიძლიათ აქცენტი რაილის ისტორიაზე გააკეთოთ, თუ როგორ იზრდება ის, რა სირთულებთან უწევს გამკლავება და რამდენად მნიშვნელოვანია გარდატეხის ასაკში მშობლებთან ურთიერთობა. ასევე შეგიძლიათ ისაუბროთ ადამიანის ემოციების შესახებ, რამდენად ახლოს დგანან ერთმანეთთან ყველაზე განსხვავებული გრძნობებიც კი და რა როლს თამაშობენ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

რეკომენდაცია:

თუ მოგეწონათ სიხარულისა და მწუხარების უჩვეულო თავგადასავალი, რომლებსაც ნგრევის პირას მყოფი სამაყროს გადარჩენა ჰქონდათ მიზნად დასახული, შეგიძლიათ ნახოთ: დამანგრეველი რალფი, მოსნტრების კორპორაცია და სათამაშოების ისტორია. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ფილმები, სადაც მთავარი გმირები რაილის მსგვას გზას გადიან: მამაცი და გაყინული.

 

საბეჭდი ვერსია : თავდაყირა

ფილმის გადმოწერა: თავდაყირა