კასაბლანკა  

ასაკობრივი – U

 

წარდგენა:

 

კასაბლანკა ეს არის ქალაქი მაროკოში, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის დროს თავს იყრიდნენ როგორც ნაცისტები, ისე მათი მოწინააღმდეგე ძალების წარმოამდგენლები და უბრალოდ ომს გამოქცეული დევნილები. კასაბლანკიდან შესაძლებელი იყო ლისაბონში გადაბარგება, იქიდან კი ამერიკაში გამგზავრება. ამისთვის საჭირო იყო სპეციალური დოკუმენტის ქონა. რიკ ბლეინს კასაბლანკის ყველაზე პრესტიჟული ღამის კლუბი ეკუთვნის. ის არ ცდილობს პოლიტიკურ სიტუაციაში ჩარევას, თუმცა განგებამ ჯერ სამგზავრო დოკუმენტები ჩაუგდო ხელში და შემდეგ, ყოფილ შეყვარებულს ილსა ლუნდის შეახვედრა. ის ჩეხეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერის ცოლია, რაც აორმაგებდა მისი დაპატიმრების საფრთხეს. ასეთ მძიმე ვითარებაში, ძველი წყენის მიუხედავად, რიკსა და ილზას შორის მაინც დაიბადა ახალი გრძნობა, რომელმაც მათი მომავალი განსაზღვრა.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ :

 

უმრავლესობა მსახიობებისა, ვინც ფილმში ნაცისტებს განასახიერებს, გერმანელი ებრაელები იყვნენ. მათ ფაშისტური რეჟისმის გამო მოუწიათ სამშობლოს დატოვება და ამერიკაში გადასახლება.

 

თემები დისკუსიისთვის:

 

  • როგორ დაახასიათებდით რიკს, რომელიც რამდენიმე ომში მონაწილეობის მიუხედავად, არ ანაღვლებდა შექმნილი პოლიტიკურ მდგომარეობა და პირიქით, გასართობ ღამის კლუბს ხელმძღვანელობდა.
  • რას ცვლის რიკის ცხოვრებაში ილსას გამოჩენა?
  • რიკის ღამის კლუბში შეკრებილი საზოგადოება გადმოცემს თუ არა მეორე მსოფლიო ომის გასაჭირისა და უსამართლობის სრულ სურათს?
  • როგორ განმარტავთ ფილმის ფინალში და კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფრაზას, რომელსაც რიკი წარმოთქვამს?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “კასაბლანკა”

 

“კასაბლანკა” რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ეხება. უპირველეს ყოვლისა ის მეორე მსოფლიო ომის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. ფილმზე დაყრდნობით, თქვენ შეგიძლიათ მოყვეთ ომის პერიფერიებში არსებულ სიტუაციაზე. აღსანიშნავია ღამის კლუბში შეკრებილი პეროსნაჟები: – ვინ არიან ისინი, რატომ არიან კასაბლანკაში და რატომ მოუწიათ საკუთარი ქვეყნების დატოვება? შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ მთავარი პერსონაჟების უცნაურ ურთიერთობაზე, რომელსაც ასევე ომი განაპირობებს.

 

 

რეკომენდაცია:

 

თუ მოგეწონათ რიკისა და ილსეს წინააღმდეგობებით აღსავსე სასიყვარულო ისტორია, შეგიძლიათ ნახოთ: ქარწაღებულნი, იეზებელი და დოქტორ ჟივაგო. თუ მოგწონთ ფილმები სადაც ურთიერთობები მეორე მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება, შეგიძლიათ ნახოთ: ვატერლოოს ხიდი და წეროები მიფრინავენ.

 

საბეჭდი ვერსია : კასაბლანკა

ფილმის გადმოწერა : კასაბლანკა