7 დეკემბერს პროექტის „კინო სკოლაში“ წლევანდელი სეზონის დახურვა გაიმართა. ამჯერად მასში საქართველოს 67 სკოლა იყო ჩართული, ხოლო „ზაფხულის კინოსკოლაში“ მონაწილეობა მიიღო მაღალმთიანი და კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლების 23-მა  საჯარო სკოლამ.

კინემატოგრაფიის ეროვნული  ცენტრი ამ პროექტს 2014 წლიდან ახორციელებს  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტი გულისხმობს სკოლებში ყოველკვირეული კინოჩვენებების და დისკუსიების გამართვას ახალგაზრდა კინო სპეციალისტების (კინომისიონერების)  მონაწილეობით.

პროექტის დასკვნითი ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 200 მოსწავლემ საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან. ბავშვები ესტუმრენ „ილუზიების მუზეუმს“, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს და თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ნახეს ახალი ქართული ფილმი „უარყოფითი რიცხვები“ და შეხვდნენ ფილმის რეჟისორს უტა ბერიას და შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს.

ასევე პროექტის გაიმართა კონკურსები „დღის კითხვა“ და „შექმენი შენი ანიმაციური პერსონაჟი“. დასკვნით ღონისძიებაზე მოხდა გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოვება:

 დღის კითხვა:

ილია სადღობელაშვილი, თამარ ჭიტაძე (სოფელ ჭალის საჯარო სკოლა);

 შექმენი შენი ანიმაციური გმირი:

ნაზი ქევხიშვილი (სოფელ აკურის საჯარო სკოლა);

ანა აბაშიძე , ნინი შიოშვილი, მარიამ გოგოლაძე, თეკლა ფიფია (ქ. რუსთავის მე-4 საჯარო სკოლა)