„კინო სკოლაში“ ახალ სეზონი დაიწყო….

კინო სკოლაში ახალ სეზონი დაიწყო….

მოგესალმებით კინოსკოლელებო!

წელს პროექტში ერთი სიახლე გვაქვს,   თბილესელი მოსწავლეები შემოგვიერთდნენ  და იმედია ისინი აქტიურად ჩაერთვებიან პროცესებში იქნება ეს ყოველკვირეული ფილმების ჩვენება-დისკუსიები, თუ სხვადასხვა სახის კონკურსები, რომლებიც წლევანდელ გაზაფხულის სეზონზეც ტრადიციულად მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი.  მონაწილეობა შეუძლიათ როგორც წინა სეზონების კინოსკოლელებს, ასევე ამ გაზაფხულის კინოჩვენებებში ჩართულ მოსწავლეებს. იაქტიურეთ….

აფიშების კონკურსი

რამდენიმე წელია მოსწავლეებში მოწონებით სარგებლობს ნანახი ფილმების აფიშების (პოსტერების) კონკუსი. ამ სეზონზეც გაგრძელება ნამუშევრების მიღება, ბავშვებო განაგრძეთ ხატვა,  აფიშის შექმნისას ხართ სრულია თავისუფალი; შეიძლება შემოიყენოთ ხატვის ნებისმიერი საშუალება და შემდეგ ისინი განათავსოთ თქვენი კინოკლუბის ოთახის კედლებზე, მაგარამ ამავე დროს გადაუღეთ ფოტო და მოაგზავნეთ კონკურსში. მონაწილეობისთვის დარეგისტრირდით ქვემოთ მითითებულ ბმულზე და გამოაგზავნეთ შექმნილი ნამუშევრების ფოტოვერსია 10 ივნისამდე.

მიიღეთ მონაწილეობა  გამოცხადებულ კონკურსში და თქვენი ნამუშევრები გათავსებული იქნება ჩვენი პროექტის ვებ. და ფეისბუქ გვერდებზე, საუკეთესოებს კი ელოდებათ სპეციალური პრიზები.

კონკურსი – გააცოცხლე კადრი ფილმიდან

პროექტის ფარგლებში შეგიძლიათ არამარტო  მონაწიელობა მიიღოთ კონკურსში, არამედ ჟიურის ფუნქციაც შეასრულოთ, თვითონ გამოავლინეთ საუკეთესო ნამუშევრები.  ფოტოკონკურსი  გააცოცხლე კადრი ფილმიდან,  საშუალება შეძლევათ განასახიეროთ კადრი  თქვენს მიერ შერჩეული ქართული, ან უცხოური ფილმიდან და დააფიქსიროთ ეს ფოტოს საშუალებით (მიიღება ასევე მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოებიც). ფოტო უნდა იყოს  JPG ფორმატის.  ერთ მონაწილეს შუძლია მაქსიმუმ 3 ფოტო გამოაგზავნოს.

ფოტოების გამოგზავნა შეგიძლიათ 10ივნისამდე. საუკეთესო ნამუშევრის გამოვლენა მოხდება ვე. გვერდზე ხმის მიცემის საშუალებით.

კონკურსი  – დღის კითხვა,

ამ სეზონზე კიდევ ერთ კონკურსს ვაგრძლებთ; მონაწილე მოსწავლეებს გეძლევათ შესაძლებლობა შეამოწმეთ თქვენი  ცოდნა კინემატოგრაფის შესახებ. ჩაერთეთ კონკურსში  დღის კითხვა და  ყოველდღიურად შაბათკვირის გარდა  15  მაისიდან 10 ივნისამდე  უპასუხეთ  ვებგვერდზე  გამოქვეყნდება დღის კითხვა.  რეიტინგის საშუალებით გამოვლინდებიან გამარჯვებული კონკურსანტები, რომლებიც მეტ სწორ პასუხებს გამოგზავნიან.

 

2019-05-28T12:46:53+00:00