„კინო სკოლაში“  – გაზაფხულის სეზონის შედეგები შევაჯამეთ ….

პროექტის გაზაფხულის სეზონის ფარგლებში საქართველოს 67 საჯარო სკოლაში 650 ჩვენება-დისკუსია გაიმართა. ყოველკვირეული ფილმების ჩვენებების პარალელურად ბავშვებმა სხვადასხვა სახის კონკურსებში მიიღეს მონაწილეობა, როგორიცაა „დღის კითხვა“, აფიშების კონკურსი და ფოტოკონკურსი  –  „გააცოცხლე კადრი ფილმიდან“.  

20 ივნისს ამ კონკურსებში მონაწილე 80-მდე მოსწავლე მოწვეული იქნა სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში, სადაც გაიმართა დასკვნითი ღონისძიება.  რომელიც მოიცავდა ტურს მუზეუმში და ახალი ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენებას. მოწვეულ ბავშვებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები: ბრენდირებული მაისურები და ჩანთები, ასევე ყველა მათგანმა საჩუქრად მიიღო კინოს ბილეთი კინოთეატრ „ამირანში“.     გამარჯვებულებს კი გადაეცათ სპეციალურ პრიზები, ესენი არიან:

„დღის კითხვა“

პირველი ადგილი – ილია სადღობელაშვილი (სოფელ ჭალის საჯარო სკოლა),

                                  ლუკა გოგალაძე (ქალაქ რუსთავის 21 საჯარო სკოლა)

მეორე ადგილი   –   თამარ ჭიტაძე (სოფელ ჭალის საჯარო სკოლა)

                                 ნიკა დალალიშვილი (ქალაქ რუსთავის 22 საჯარო სკოლა)

მესამე ადგილი –     მარიამ არჩუაძე (სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლა)

                                 თამარ არჩუაძე (სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლა)    

 

ფილმის  გადაღებისთვის  –  სოფელ გულგულის საჯარო

                                                     სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლა   

 

გამორჩეული აქტიურობისთვის – ლუკა ცანავა (თბილისის 167 საჯარო სკოლა)

 

 

წარმატებას ვუსურვებთ ახალგაზრდა კინომოყვარულებს და პროექტი კი გაგრძელდება „ზაფხულის კინოსკოლის“ სახით, რომელიც გაიმართება მაღალმთიან და კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლების სკოლებში.

2019-06-21T13:27:45+00:00