მოგესალმებით კინოსკოლელებო!

შემოდგომის სეზონზეც გვაქვს სიახლეები, წელს ვთანამშრომლობთ თბილისის
საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალთან (TIAF) და საშუალება გექნებათ
ნახოთ ფესტივალის შარშანდელი პროგრამის საუკეთესო ანიმაციური
ფილმები. იხილეთ ბმული.

გარდა ამისა, შეგიძლიათ 2-5 ნოემბერს დაესწროთ წლევანდელ ფესტივალს. TIAF-ი
მიზნად ისახავს თანამედროვე ანიმაციური ხელოვნების საერთაშორისო და
ადგილობრივი მიღწევების წარმოჩენას, ამ დარგის პოპულარიზაციას და
საქართველოში მისი განვითარების ხელშეწყობას. ფესტივალი მოიცავს ჩვენებებს,
ვორქშოპებს, ფილმის ავტორებთან შეხვედრებს, გამოფენებს. ღონისძიებები
გაიმართება: ეროვნული არქივის კინოთეატრში. მის: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ.
№1.
მონაწილეობისთვისაც საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმა
იხილეთ აქ.

რასაკვირველია, პროექტის ფარგლებში ისევ გაიმართება სხვადასხვა კონკურსები.
გაგრძელდება უკვე პოპულარული „დღის კითხვა“, გარდა ამისა გვაქვს სიახელე –
თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალთან თანამშრომროლით
ვაცხადებთ კონკურსს

„შექმენი შენი ანიმაციური პერსონაჟი“.

8 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე მოიფიქრეთ და გამოგზავნეთ ანიმაციური
ფილმის გმირის ნახატის ან სივრცული ნამუშევარის (ნებისმიერი მასალისგან
შექმნილი: პლასტელინი, მუყაო და სხვა) ფოტო (გადაღებული მობილურით ან
ნებისმიერი ფოტოაპარატით). ნამუშევარს უნდა ჰქონდეს დასრულებული სახე და
ახლდეს გმირის მოკლე აღწერა.

საუკეთესო ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება ფესტივალის ფარგლებში
გამართულ გამოფენაზე, შესაბამის საგამოფენო ფორმატში (ნახატი ჩარჩოში ან
პასპარტუში ჩასმული, სივრცული ნამუშევარი სადგარზე დამაგრებული) და
შესაბამისი მონაცემებით (ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, ნახატის ან ნამუშევრის
ტექნიკა, მასალა, ზომები).

კონკურში მონაწილეობისთვის გადადით მითითებულ ბმულზე.

“დღის კითხვა“.
მოზარდებს ისევ გეძლევათ შესაძლებლობა შეამოწმეთ თქვენი  ცოდნა
კინემატოგრაფის შესახებ. ჩაერთეთ კონკურსში, სადაც რეიტინგის საშუალებით
გამოვლინდებიან გამარჯვებული კონკურსანტები, რომლებიც მეტ სწორ პასუხებს
გამოგზავნიან. უპასუხეთ ყოველდღიურად შაბათ–კვირის გარდა  8 ოქტომბრიდან
ჩვენს ვებგვერდზე  გამოქვეყნებულ ოცდააათ „დღის კითხვას“ 
კონკურში მონაწილეობისთვის გადადით მითითებულ ბმულზე.

გისურვებთ წარმატებას !