როზმარის ბავში

18-რეკომენდირებულია 18 წლიდან

წარდგენა

რომან პოლანსკის 1968 წელს შექმნილი,  საშინელებათა ფილმი  “როზმარის ბავშვი” ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მოვლენაა კინოს ისტორიაში, მისინარატიული პირველწყაროა აირა ლევინის ამავე სახელწოდების რომანია. ახალდაქორწინებული წყვილი  ნიუ-იორკში ბინას ქირაობს. მათ ხანში შესული ცოლ-ქმარი უმეგობრდება. როზმარი, რომელიც ბავშვს ელოდება, ნელ-ნელა ხვდება, რომ მისი მეზობლები ოკულტური რიტუალებით არიან გატაცებული და მისი ქმარი მათთან ინტენსიურ კონტაქტს არ წყვეტს. საბოლოოდ, ქალი მიხვდება, რომ ის ერთი დიდი შეთქმულების მსხვერპლია, მთავარი სამიზნე კი მისი ჯერ არ დაბადებული შვილია.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

  • ფილმის გამოსვლის შემდეგ, 60-იანი წლების ამერიკაში არსებულმა ე.წ. “მენსონის კლანმა” რეჟისორის ფეხმძიმე ცოლი, მსახიობი შერონ ტეიტი- განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

თემები დისკუსიისთვის

  • ფილის დასაწყისი, ერთი შეხედვით ბედნიერი წყვილის ოჯახური ცხოვრებას ვხედავთ,როდის და როგორ ირღვევა მათი სიმშვიდე?
  • რატომ უპირისპირდება როზმარი ქმარს? რა როლი აქვთ მათ ცხოვრებაში მოხუც მეზობლებს?
  • თქვენი აზრით, რისი სიმბოლოა ჯერ არ დაბადებული ბავშვი ? რა არის ფილმის მთავარი სათქმელი? და რაზე აკეთებს აქცენტს რეჟისორი?
  • როგორია ფილმის ფინალის თქვენეული შეფასება?

დაწერე რეცენზია ფილმზე-როზმარის ბავშვი

თრილერი-დასავლურ კინოსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ჟანრია. რომან პოლანსკი ამ ჟანრის დიდოსტატია. რეცენზიის წერისას აქცენტი, გააკეთეთ თუ რა გამომსახველობითი ხერხებითა და სიუჟეტური ხაზებით ახდენს, ასეთ ეფექტს ჩვენზე რეჟისორი. როგორია მსახიობების მიერ განსახიერებული პერსონაჟები და რატომ არ კარგავს ფილმი დღეს აქტუალობას. წერისას, გამოიყენეთ დისკუსიისას გამოკვეთილი პასუხები.

რეკომენდაცია

თუ გაინტერესებთ საშინელებათა ფილმები, სადაც კეთილისა და ბოროტის დაპირისპირებაა ასახული გირჩევთ ნახოთ :“კერი”“ეგზორცისტი” “ომენი”“შემომიშვი”კარგი იქნება თუ ნახავთ რომან პოლანსკის სხვა ფილმებსაც “ტესი”“ზიზღი”

საბეჭდი ვერსია: როზმარის ბავშვი

ფილმის გადმოწერა: როზმარის ბავშვი