სოციალური ქსელი  

ასაკობრივი – 12

 

წარდგენა:

 

“სოციალური ქსელი” ჩვენი დროსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონების “ფეისბუქის” შექმნის ისტორიას გვიყვება. სიუჟეტის ცენტრში მისი დამაარსებელი მარკ ცუკენბერგია, რომელიც 2003 წელს, ჰარვარდის უნივერსიტეტის კედლებში, შეყვარებულთან დაშორების ნიადაგზე, გამოიგონა “ფეისბუქის” წინამორბედი საიტი. Facemash-ი უმალვე პოპულარული ხდება, თან ისე რომ უნივერსიტეტის სერვერი გამოყავს მწყობრიდან, რაც ცუკემბერგისთვის სწავლის 6 თვით შეჩერების მიზეზი ხდება. თუმცა, ახალი წამოწყება იმდენად იმედისმოცმემი იყო, რომ ვერც ეს სასჯელი და ვერც სხვა მრავალი სირთულე ვერ აჩერებენ დაწყებულ სოციალურ რევოლუციას.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ :

 

თავდაპირველად, მარკ ცუკენბერგი არ აპირებდა ამ ფილმის ნახვას, თუმცა კოლეგების თხოვნის შემდეგ ნახა და აღნშნა, რომ რამდენიმე უზუსტობის გარდა, “სოციალური ქსელი” ძალიან ახლოს იდგა მის რეალურ ისტორიასთან.

 

  • თავდაპირველად რა იდეას ეფუძნებოდა “ფეისბუკი”?
  • რა გახდა ცუკენბერგისა და ედუარდოს პირველი დაპირისპირების მიზეზი?
  • როგორ დაახასიატებდით ცუკენბერგის პერსონაჟს, არის თუ არა ის იდეებისთვის მებრძოლი ადამიანი თუ მას მხოლოდ პირადი სარგებელი აინტერესებს?
  • რა შეცვალა სამყაროში “ფეისბუკმა”?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “სოციალური ქსელი”

 

“სოციალურ ქსელზე” წერისას შეგიძლიათ ისაუბროთ როგორც  კონკრეტული ისტორიის გარშემო, ისე ზოგადად ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების როლის შესახებ. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მსოფლიო, რომელსაც არ აქვს “ფეისბუკი” და სამყაროში არ მომხდარა ის რევოლუცია, რაც ადამიანებსშორის ურთიერთობაში დღესაც მიმდინარეობს. თუმცა, როგორც ფილმიდან ირკვევა, “ფეისბუკის” გამოგონებას მრავალი განსაცდელი და ახლობელი ადამიანის დაკარგვა ახლდა თან. ამიტომ, აუცილებელია იმ გარემოებებზე საუაბარი, რამაც ორი მეგობარი ერთმანეთთან დააპირისპირა. თქვენ უნდა უპასუხოთ კითხვებს თუ რა გახდა მათი კონფლიქტის მიზეზი, იყო თუ არა ეს ძალაუფლებითა და პოპულარულობით განპირობებული და ა.შ.

 

რეკომენდაცია:

 

თუ გაინტერესებთ ფილმები უმსხვილესი კომპანიების დამფუძნებლებისა და მათი რთული გზების შესახებ, შეგიძლიათ ნახოთ:  სტივ ჯობსი, ჯოი და მეხუთე ხელისუფლება. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ფილმები, სადაც მოქმედება სამამართლო გარჩევის ფონზე მიმდინარეობს: ფილადელფია, გაყრა და 12 განრისხებული მამაკაცი.

 

საბეჭდი ვერსია : სოციალური ქსელი  

ფილმის გადმოწერა: სოციალური ქსელი