20 ნოემბერს პროექტის “კინო სკოლაში” ფარგლებში თბილისის №71 საჯარო სკოლაში გაიმართა მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის “მიხას” ჩვენება, რომელიც რეჟისორმა 1965 წელს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის, “მუსუსის“ მიხედვით  გადაიღო.

ჩვენების შემდეგ სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ ფილმის რეჟისორს, მერაბ კოკოჩაშვილს. გაიმართა საინტერესო დისკუსია, სტუმარმა უპასუხა მოზარდების შეკითხვებს და გაიხსენა ფილმზე მუშაობის პროცესი.