ფანჯარა ეზოს მხარეს

PG-რეკომენდირებულია მშობლების დასწრება

წარდგენა

ალფრედ ჰიჩკოკის “ფანჯარა ეზოს მხარეს” ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. ფილმის მთავარ გმირს, ფოტოგრაფ  ჯეფრის (ჯეიმს სტიუარტი) ფეხი აქვს მოტეხილი, სამუშაოს დროებით თავს ანებებს, სახლიდან ვერ გადის და მთელ დღეებს დურბინდით ხელში, შიდა ეზოში გამავალი ფანჯრიდან- მეზობელი ბინების თვალიერებაში ატარებს. მისი უწყინარი გართობა მაშინ მთავრდება, როდესაც ის მეზობელი ქალის მკვლელობის მოწმე ხდება. ჯეფრი სახლიდან გაუსვლელად იწყებს გამოძიებას, რაშიც მეგობარი ლიზა (გრეისი კელი) და მომვლელი ეხმარებიან.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

  • ფილმი წარდგენილი იყო ოსკარის ოთხ ნომინაციაზე.

თემები დისკუსიისთვის

  • რეჟისორი ბინადართა ისტორიებს გვაცნობს, რა დატვირთვა აქვს თითოეულ მათგანს ფილმის მთლიან სიუჟეტურ ქარგაში?
  • როგორია ჯეფრისა და ლიზას ურთიერთობა? რა როლს ასრულებს ქალი მის ცხოვრებაში?
  • როდესაც მეზობლის ფანჯარა ღიაა, ცნობისმოყვარეობა გძლევს და შიგნით იხედები, გაინტერესებს რა ხდება. ასეა ფილმის მთავარი გმირიც… რატომ ვერ ანებებს თავს ის ამ “მავნე” ჩვევას მკვლელობის გახსნის შემდეგ? როგორია ფილმის ფინალის თქვენეული ინტერპრეტაცია?

დაწერე რეცენზია ფილმზე-ფანჯარა ეზოს მხარეს

ვუაიერიზმი – ყურებას, თვალთვალს ნიშნავს. ფილმის მთავარი სიუჟეტური ხაზი, სწორედ  მთავარი გმირის ვუაიერისტულ ვნებებზეა აგებული. აღნიშნული ფილმი, კინემატოგრაფის, მისი მთავარი იდეის ხაზგასმაა. რეცენზიის წერისას, ეცადეთ აქცენტი გააკეთოთ არა მხოლოდ ფილმის სიუეჟეტზე, არამედ ვიზუალურ მხარეზე, როგორ იყენებს რეჟისორი „სუბიექტური კამერას” (როცა კამერა პერსონაჟის თვალთან, მზერასთან იგივდება) და როგორ ანაცლებს ამ ყოველივეს საერთო ხედები. ეცადეთ, გადმოსცეთ , რისი თქმა სურდა ამ ფილმით ალფრედ ჰიჩკოკს.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

  • ფილმი წარდგენილი იყო ოსკარის ოთხ ნომინაციაზე.

რეკომენდაცია

თუ თქვენ გაინტერესებთ ფილმები, სადაც  სასიყვარულო ისტორიის პარალელურად  დეტექტიური ხაზია წინ წამოწეული გირჩევთ ნახოთ , ალფრედ ჰიჩკოკის ფილმები:“მკვლელობის დროს აკრიფეთ M”“ჩრდილოეთიდან, ჩრდილო-დასავლეთით”თავბრუსხვევა”

 

 

საბეჭდი ვერსია : ფანჯარა ეზოს მხარეს

ფილმის გადმოწერა: ფანჯარა ეზოს მხარეს