წარდგენა:

ლევან კოღუაშვილის დოკუმენტური ფილმი „ქალები საქართველოდან“ კინოეკრანებზე 2008 წელს გამოჩნდა. ფილმში მოცემული პრობლემა წლებთან აქტუალურობას არ კარგავს. ქართველი ემიგრანტი ქალები, ცოლები, დედები, შვილები, რომლებიც საკუთარ ცხოვრებაზე უარს ამბობენ სხვისი (ახლობლების) ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით. ფილმში ისინი თავიანთ ისტორიებს ჰყვებიან და აღწერენ ემიგრანტების ამერიკულ ყოფას.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:

ფილმი ნაჩვენები იყო არაერთ ფესტივალზე: სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი, კოტბუსის საერთაშორისო ფესტივალი, ტალინის საერთაშორისი ფესტივალი და ბუქარესტის საერთაშორისო კინოფესტივალი.

თემები დისკუსიისთვის:

  • ფილმში საკმაოდ მძიმე ისტორიებია ნაჩვენები, როგორ ფიქრობთ რატომ ხდება, რომ უმეტესად ქალები მიდიან საზღვარგარეთ სამუშაოდ და არა მამაკაცები?
  • თქვენი აზრით რა არის გამოსავალი, რა უნდა შეიცვალოს ქვეყანაში იმისათვის, რომ ადამიანებს საზღვარგარეთ წასვლა და ასეთი მძიმე სამუშაოს შესრულება არ დაეკისროთ?
  • ფილმში საუბარია იმაზეც, რომ მათ გამოგზავნილ ფულს მათივე ოჯახის წევრები უაზროდ ფლანგავენ, როგორ გგონიათ რატომ არ ფასდება ამ ქალბატონების შრომა სათანადოდ და როგორ უნდა დაეხმარონ მათ სამშობლოში დარჩენილი ქმრები თუ შვილები?
  • დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, როგორ ფიქრობთ, რა არის უკეთესი, გაჭირვებით სამშობლოში, ოჯახთან ერთად ცხოვრება თუ უცხოეთში წასვლა და ასეთი ხერხით მათთვის ყველანაირი პირობის შექმნა?

დაწერეთ რეცენზია ფილმზე „ქალები საქართველოდან“:

ამერიკა რატომღაც ძალიან ბევრი ადამიანისთვის ოცნებების ასრულებასთან ასოცირდება, მასში თითქოს წარმატებას და ბედნიერ მომავალს ხედავენ. ისაუბრეთ როგორია ამერიკა ემიგრანტი ქალებისთვის, არის კი ის ისეთი იდეალური როგორიც შორიდან გვგონია? ისაუბრეთ იმის შესახებ, მსგავსი სიტუაციები შეგხვედრიათ თუ არა თქვენს ირგვლივ და რა უნდა გააკეთდეს იმისთვის, რომ ამ ადამიანებს არ უწევდეთ ასეთი ხერხით ოჯახების რჩენა. იმსჯელეთ იმ არგუმენტების ირგვლივ რატომ არ უნდა მიდიოდნენ, ან პირიქით უნდა მიდიოდნენ ქალები საქართველოდან.

რეკომენდაციები:

მითი იმის შესახებ, რომ ამერიკა არის ქვეყანა, რომელიც ოცნებებს გვისრულებს არის თემა ასევე ფილმისა „ამერიკა ერთ ოთახში“,-რეჟ. დავით კანდელაკი. ასევე ნახეთ ბოლო წლების დოკუმეტურ ფილმები: „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ და „როცა დედამიწა მსუბუქია“.

 

სასწავლო მასალა :ქალები საქართველოდან

ფილმის გადმოწერა: ქალები საქართველოდან