PG-რეკომენდირებულია მშობლების დასწრება

წარდგენა

რობერტო ბენინის 1997 წელს გადაღებულ  ფილმში „ცხოვრება მშვენიერია“, მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროინდელ იტალიაში ვითარდება. ებრაელ გვიდოს (რობერტო ბენინი) შვილ-ჯოშუასთან ერთად, გერმანელები საკონცენტრაციო ბანაკში გზავნიან. მამა ცდილობს შვილს ბანაკის გაუსაძლისი ყოფა ერთ დიდ თამაშად მოაჩვენოს და აჩვენოს , რომ ცხოვრება ყველაფის მიუხედავად , მაინც მშვენიერია.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

  • ფილმის რეჟისორი რობერტო ბენინი, ამავდროულად მთავარი როლის შემსრულებელია, მან ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო მიიღო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
  • ფილმმა მიიღო ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

თემები დისკუსიისთვის       

  • მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე კინოს ისტორიას არაერთი ფილმი ახსოვს. რობერტო ბენინის ფილმი საკუთრივ მამა-შვილის ურთიერთობაზეა აგებული. ეცადეთ გადმოსცეთ როგორია გვიდოსა და ჯოშუას ურთიერთდამოკიდებულება?
  • რა გზებით ცდილობს გვიდო საკონცენტრაციო ბანაკი „სათამაშო მოედნად“ აქციოს?
  • ეცადეთ გადმოსცეთ როგორია ჯოშუას დედის როლი და პოზიცია?
  • ფილმში მეოცე საუკუნის უმძიმესი მოვლენა-მეორე მსოფლიო ომია ასახული, მაგრამ რეჟისორი ფილმს არქმევს“ცხოვრება მშვენიერია“ რა არის ამის მიზეზი? გადმოეცით ფილმის სახელწოდების თქვენეული ინტერპრეტაცია.

დაწერე რეცენზია ფილმზე-ცხოვრება შვენიერია

ფილმის რეცენზიის დაწერამდე, გაეცანით მეორე მსოფლიო ომის ზოგად ვითარებას. ეს დაგეხმარებათ გათვითცნობიერდეთ რა ხდებოდა ამ დროს იტალიაში, რა იყო ჰოლოკოსტი და რატომ უშვებდნენ ებრაელებს საკონცენტრაციო ბანაკებში. ეცადეთ ფილმის სახელწოდების თქვენეული ინტერპრეტაცია გადმოსცეთ. წერისას, ერთი ძირითადი ხაზი გამოყავით და მას მიყევით, შესაძლოა სხვადასხვა პარალელური გვერდითი თემების წინ წამოწევაც.

რეკომენდაცია

მამა შვილის ურთიერთობაზე იხილეთ იატალიური ნეორეალიზმის კლასიკა, ვიტორიო დე სიკას ფილმი  „ველოსიპედების გამტაცებლები“ომის ფონზე მშობლისა და შვილის ურთიერთობაზე „მატყუარა ჯეიკობი“რობინ უილიამსით-მთავარ როლში. აგრეთვე: „ბედნიერების კვალდაკვალ“„ბიჭუნა ზოლიან პიჟამაში“„წიგნის ქურდი“

 

საბეჭდი ვერსია : ცხოვრება მშვენიერია

ფილმის გადმოწერა: ცხოვრება მშვენიერია