პროექტი „კინო სკოლაში“

საშუალებას იძლევა კინოგანათლება ხელმისაწვდომი გახდეს ქართველი მოსწავლეებისთვის, რაც ახალ თაობას განუვითარებს აუდიო-ვიზუალური ნაწარმოებების გაანალიზების უნარს. პროექტი 2014 წლიდან ფუნქციონირებს და ამ პერიოდში საქართველოს რეგიონების 600 სკოლა მოიცვა. „კინო სკოლაში“ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ნახონ საინეტრესო ფილმები, ჩაერთონ დისკუსიაში, გადაიღონ ფილმები, დახატონ აფიშები, წერონ რეცენზიები, შეხვდნენ ცნობილ კინემატოგრაფისტებს და ა. შ....

იმის გათვალისწინებით რომ, ევროკავშირმა პრიორიტეტულად მიიჩნია სკოლაში კინოგანათლების შეტანა. ჩვენმა პროექტმა პარტნიორები ევროპაში მოიძია და მათან ერთად „შემოქმედებითი ევროპის“ ქვეპროგრამის „მედია“ (Creative Europe’s Subprogram – Media) ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა, რის შედეგადაც შეიქმნა ეს ვებ გვერდი, რომელიც პროექტში მონაწილე და უბრალოდ კინოკლუბების შექმნის მსურველ სკოლებს, უფროსკლასელი მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების სახით, საშუალებას აძლევს ისარგებლონ ჩვენი რესურსით: სპეციალურად სასკოლო კინოკლუბებისთვის შერჩეული კინოფილმებით, სადისკუსიო მასალებით და ინტერნეტ სივრცეში გამოთქვან საკუთარი მოსაზრება, ასევე მონაწილეობა მიიღონ გამოცხადებულ კონკურსებში და პროექტის ფორმატით შემოთავაზებულ კიდევ მრავალ საინტერესო აქტივობაში. გამოიყენეთ ეს შანსი, შემოგვიერთდით, შექმენით თქვენი სკოლის კინოკლუბი.

გაიგეთ მეტი

ბოლო სიახლე

სტუმარი კინოკლუბში

20/06/2020

20 ნოემბერს პროექტის “კინო სკოლაში” ფარგლებში თბილისის №71 საჯარო სკოლაში გაიმართა მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის “მიხას” ჩვენება, რომელიც რეჟისორმა 1965 წელს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის, “მუსუსის“ მიხედვით  გადაიღო.

ჩვენების შემდეგ სკოლის მოსწავლეები ... გაიგეთ მეტი

მისიონერები

ვიდეო გალერეა

ყველას ნახვა