ნებისმიერ სკოლას, ან ცალკეულ მოზარდს, რომელსაც აინტერესებს კინემატოგრაფი.
პროექტში ჩართვის რამდენიმე გზა არსებობს: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი წელიწადში სამჯერ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით აცხადებს პროექტში ჩართვის მსურველი სკოლების განაცხადების მიღებას. ასევე, ცალკეულ მსურველ მოზარდს შეუძლია დაუკავშირდეს კინოცენტრს და ჩვენ დავეხმარებით, პროექტის ფარგლებში შექმნილი კინოსაგანმანათლებლო რესურსის გამოყენებაში.
მოზარდებისთვის სკოლის კინოკლუბის შექმნა და პროექტის ფარგლებში სპეციალისტების დახმარებით შერჩეული ქართული და უცხოური ფილმების ჩვენება. ფილმის შემდგომი დისკუსიების გამართვა ვებგვერდზე არსებული საგანმანათლებლო რესურსის გამოყენებით. ამას გარდა, პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა შემოქმედებითი კონკურსები მოზარდებისთვის და შესაძლებია კინოენის სპეციფიკის სწავლება ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით.