„კინო სკოლაში“ საშუალებით კინოგანათლება უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მოსწავლეებისთვის, პროექტის მიზანია კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით მოზარდებში ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
პროექტში ფარგლებში სკოლებში ყოველკვირეულად იმართება ქართული და უცხოურ ფილმების ჩვენება-დისკუსიები სასწავლო მასალების გამოყენებით და „კინომისიონერების“ (კინო სპეციალისტების) მონაწილეობით. გარდა ამისა ახალგაზრდები ჩართული არიან სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობებში: იღებენ ფილმებს, ხატავენ აფიშებს, წერენ რეცენზიებს, მონაწილეობენ კონკურსებში, ხვდნენ ცნობილ კინემატოგრაფისტებს...
მოზარდებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ევროკავშირის მასშტაბით კინოგანათლების მიმართულებით არსებული სხვა რესურსები, როგორიცაა კინოენის შემსწავლელი ონლაინ აპლიკაცია „კინოს კუთხე“ და სხვა. ეს შესაძლებელი გახდა საერთაშორისი პროგრამებთან თანამშრომლობის გზით, კერძოდ, „შემოქმედებითი ევროპის“ (Creative Europe’s Subprogram–Media) „კინოგანათლების მხარდაჭერის“ კონკურსში რამდენჯერმე გამარჯვებით. პროექტის პარტნიორია ასვე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ჩვენი კინოსაგანმანათლებლო რესურსების: მოზარდებისთვის სპეციალურად შერჩეული ფილმების, სასწავლო მასალების, ონლაინ კონკურსების, კინო სპეციფიკის შემსწავლელი აპლიკაციის და პროექტის ფორმატით შემოთავაზებული კიდევ მრავალი საინტერესო აქტივობის საშუალებით თქვენ კინომოყვარულების სამყაროში აღმოჩნდებით. გამოიყენეთ ეს შანსი, შემოგვიერთდით.
20 ნოემბერს პროექტის “კინო სკოლაში” ფარგლებში თბილისის №71 საჯარო სკოლაში გაიმართა მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის “მიხას” ჩვენება, რომელიც რეჟისორმა 1965 წელს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის, “მუსუსის“ მიხედვით გადაიღო.
ჩვენების შემდეგ სკოლის მოსწავლეები ... გაიგეთ მეტი