„ისტორია-კინო-ისტორია“ (History-Film-History) - არის პროექტი - კინოსაგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით შეიქმნა.
პროექტის მიზანია, გაიზარდოს ახალგაზრდებში ევროპული კინოს, კინომემკვიდრეობის მიმართ ინტერესი და პრაქტიკულად იქნეს გამოყენებული მისი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მე-20 საუკუნის ისტორიული ფაქტებისა და პრობლემების გასააზრებლად. „ისტორია-კინო-ისტორია“, ასევე, გულისხმობს კინემატოგრაფიის, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულების, ისტორიის სწავლებას.
პროექტი შეიქმნა: საქართველო კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის - Georgian National Film Centre (საქართველო), ფონდის მილანის სინეტეკა - Fondazione Cineteca Italiana (იტალია), შემოქმედებითი სწავლების ცენტრის - The Film Space Ltd (დიდი ბრიტანეთი) და სერბეთის ეროვნული კინოარქივის - ЈУГОСЛОВЕНСКЕ КИНОТЕКЕ (სერბეთი) პარტნიორობით. პროექტში ჩართულ ოთხივე ქვეყანას აქვს განსხვავებული ენა, კულტურა და წარსული, ხოლო ის, რაც მათ აერთიანებს, არის ევროპული ღირებულებები და ისტორია.
პროექტის ფარგლებში შექმნილი წინამდებარე პლატფორმა - საგანმანათლებლო რესურსი აერთიანებს ვიდეოგაკვეთილებს, დავალებებს, ქვიზებს და თან ახლავს სხვადასხვა საარქივო მასალა.
პლატფორმა ხელმისაწვდომია ქართულ, სერბულ, იტალიურ, ინგლისურ ენებზე და აქვს ორი საგანმანათლებლო მიმართულება:
პროექტის მონაწილე ორგანიზაციების გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ სკოლებში კინოსაგანმანათლებლო რესურსის გამოყენებამ ხელი შეუწყო მოზარდებში დამოუკიდებელი აზროვნების, პრობლემის ადეკვატურად გააზრების, მიმღებლობის, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას.
იმედი გვაქვს, ჩვენ მიერ შექმნილი საგანმანათლებლო რესურსი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი მასწავლებლებისთვის, ასევე, ისტორიითა და ხელოვნებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის თუ მშობლებისთვის.