კინოს კუთხე

კინოს კუთხე

 

 

“კინოს კუთხე“ - ახალი, ციფრული, მომხმარებელზე ორიენტირებული, თანამედროვე დიზაინის ონლაინ პლატფორმაა, რომლის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში კინოგანათლების პოპულარიზაციაა. 

ეს ინტერაქტიული ვები ახალგაზრდა მაყურებელს ქროს-მედიის საშუალებით კინოგანათლების მიღებასა და კინემატოგრაფიაში ცოდნის გაღრმავებას სთავაზობს. ვებპლატფორმა, სხვადასხვა სტუდიების საშუალებით შესაძლებლობას გაძლევთ კინოს ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები შეისწავლოთ, როგორიცაა: კადრის შექმნა, მონტაჟი, ხმა, ამბის თხრობა და სხვა.

ინტერაქტიულ თხრობაზეა აგებული პლატფორმა, სადაც ცოდნა გართობითა და თამაშით მოდის,  11-18 წლამდე მოზარდებისა და მათი მასწავლებლებისათვისაა განკუთვნილი.

პლატფორმა რამდენიმე ენაზეა ხელმისაწვდომი: ინგლისური, ფრანგული, იტალიური, სერბული, სლოვენიური, ქართული.

პროექტში ჩართულია ევროკავშირის 6 ქვეყნის 7 ინსტიტუცია:

Fondazione Cineteca Italiana (იტალია), The Film Space (გაერთიანებული სამეფო), The Nerve Centre (ჩრდილოეთ ირლანდია), The National Cinèmatheque of Serbia (ბელგრადი, სერბეთი), Kino Otok (სლოვენია), The Georgian National Film Centre (საქართველო) და მილანის Bicocca უნივერსიტეტიის Dipartimento di Scienze Umane per la Formazione “Riccardo Massa” (იტალია).

კეთილი იყოს თქვენი მობრძალება კინოს კუთხეში!