უხილავი მხარე

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

ასაკობრივი – 12

 

წარდგენა:

 

“უხილავი მხარე” გვიყვება მაიკლ ოერის, იგივე “დიდი მაიკლის” ბიოგრაფიის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ის პროფესიულ სპორტში. მისი ისტორია იწყება ოჯახით, რომელმაც უპატრონოდ დარჩენის შემდეგ ის შეიფარა და იშვილა. მაიკლი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სხეულის დიდი ზომითა და განსაკუთრებული ძალით. ამის გამო ის ამერიკული ფეხბურთის თამაში დაიწყო. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ამის დამსახურებით უნივერსიტეტში სპორტსმენის სტიპენდია მიიღო და დაიწყო მზადება “ბილტმორ რეივენსის” გუნდში მოსახვედრად. თუმცა, ამ გზაზე მას მრავალი წინაღობა შეხვდა, რომლის დაძლევასაც ოჯახისა და დედობილის თანადგომით ცდილობდა. მაიკლის გარშემო განვითარებული მოვლენები მაყურებლისთვის ააშკარავებს პროფესიული სპორტის ყველა “უხილავ მხარეს” და მათთან შეუპოვრად მებრძოლი ადამიანების საოცარ ისტორიას.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ :

 

 

სანდრა ბალოკმა ამ ფილმში შესრულებული როლისთვის ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო დაიმსახურა. ამავე წელს მან ანტიოსკარის ჯილდო “ოქროს ჟოლოც” “დაიმსახურა” სხვა ფილმისთვის, რასაც მანამდე პრეცედენტი არ ქონია.

 

თემები დისკუსიისთვის:

 

  • რა განსაკუთრებულ თვისებებს ფლობს “დიდი მაიკლი”?
  • როგორ დაახასიათებდით ლი ენ ტუის წარმოუდგენელ ძალისხმევას, რაც მან მაილკისთვის გასწია?
  • რა პრობლემებია სპორტულ სამყაროში ისეთი, რაც მაყურებლისთვის სათამაშო მოედანზე არ ჩანს?
  • რას უკავშიდება მაიკლის საბოლოო გამარჯვება?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “უხილავი მხარე”

 

“უხილავ მხარეზე” წერისას აუცილებელია “დიდ მაიკლს” პერსონაჟის დახასიათება, თუ რატომ არ არის საკუთარ თავში დარწმუნებული მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენელი ფიზიკური ძალის პატრონია. ყურადრება მიაქციეთ მის კარდინალურ ცვლილებას, რამ გამოიწვია ეს. ფილმში ასევე წამოჭრილია მზურნველობა მოკლებული ბაშვვების პრობლემა, თუ რაოდენ მნშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებასა და წარმატებაში ბედნიერი ოჯახის როლი, მისი თანადგომა და გამხნევება.  ასევე, რომ არა ლი ენ ტუი, რამდენად შეძლებდა მაიკლი საკუთარი ძალების გაცნობიერებასა და სპორტული სამყაროს “უხილავ მხარეებთან” ბრძოლაში წარმატების მოპოვებას.

 

რეკომენდაცია:

 

თუ გაინტერესებთ ფილმები სადაც წარმოდგენილია სპორტული სამყაროს “უხილავი მხარეები”, შეგიძლიათ ნახოთ: ფოქსქეჩერივრესტლერი და მებრძოლი. თუ მოგეწონათ “დიდი მაიკლის” ისტორია, შეგიძლია ნახოთ ფილმები, სადაც მსგვასი ისტორიაა მოთხრობილი: დაუმარცხებელი და რუდი.