თრუმენის შოუ

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

PG-რეკომენდირებულია მშობლების დასწრება

წარდგენა

“თრუმენის შოუ” ავსტრალიელი რეჟისორის პიტერ უირის  ყველაზე პოპულარული ფილმია.   მთავარი გმირი, ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ მთელი მისი ცხოვრება  რეალითი სატელევიზიო შოუა – გიგანტურ კინო პავილიონში  შექმნილი ნამდვილი  ცხოვრების ფიქცია. მისი მეზობლები, თანაშმრომლები, მეგობრები შოუს მსახიობები არიან. ის კითხვებზე პასუხის მისაღებად და სიმართლის გასარკვევად, წარმოსახვითი სამყაროს საზღვრების გარღვევას ცდილობს.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

  • ეს ჯიმ ქერის პირველი, არაკომედიური ჟანრის ფილმია.

თემები დისკუსიისთვის

  • რისი სიმბოლოა ფილმში რეალითი შოუ?
  • მთავარი გმირი პირდაპირ ეთერში დაიბადა, ის მაყურებლის მთავარი “გასართობია”, ზოგს გული შესტკივა მასზე, მაგრამ სიმართლეს არავინ უმხელს. როდის და როგორ ხვდება მთავარ გმირში გარდატეხა?
  • როგორია შოუს რეჟისორის დამოკიდებულება მისი “ქმნილების” მიმართ?რატომ უპირისპირდება მას თრუმენი?
  • ფილმში ორი პარალელური რეალობაა, რომელი უფრო საინტერესოა თქვენთვის და რატომ?თქვენ რომ მთავარი გმირის ადგილად აღმოჩენილიყავით, რა გადაწყვეტილებას მიიღებდით?
  • რა არის ფილმის მთავარი სათქმელი? და როგორი იქნებოდა ფილმის თქვენეული ფინალი?

დაწერე რეცენზია ფილმზე-თრუმენის შოუ

რეცენზიის წერისას აქცენტი გააკეთეთ როგორც შინაასრობრივ , ისე ვიზუალურ მხარეზე.  როგორია  რეჟისორის დამოკიდებულება  რეალითი შოუების და ზოგადად სატელევიზიო ინდუსტრიის მიმართ, რატომ არქმევს ის მთავარ გმირს “თრუმენს” (ნამდვილი ადამიანი) რა არის ფილმის ავტორის თვითმიზანი, რისი მიღწევა სურს მას, როგორია ჯიმ ქერის პერსონაჟისა და სხვა გმირებისურთიერთდამოკიდებულება. 

რეკომენდაცია

თუ თქვენ გაინტერესებთ ფილმები, რომლებშიც სატელევიზიო, რეალითი შოუს ან პარალელური რეალობის თემატიკაა წინა პლანზე, გირჩევთ ნახოთ  ” გამარჯობა, დედა” “შიზოპოლისი” ასევე, გირჩევთ  ფილმებს,სადაც აქცენტიპიროვნების არაორდინალურობაზე კეთდება“მეექვსე გრძნობა”“დამიჭირე თუ შეგიძლია”