ფსიქო

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

15-რეკომენდირებულია 15 წლიდან

წარდგენა     

ალფრედ ჰიჩკოკის “ფსიქო” მისი შემოქმედების და ზოგადად კინოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფილმია. ფილმის მთავარი გმირი ნორმან ბეითსი (ენტონი პერკინსი)  “ბეითს მოტელის” მფლობელი და მენეჯერია, ის დღისით სტუმრებს იღებს, ღამ-ღამობით კი მათ  სასტიკად უსწორდება. გამონაკლისი არც მარიონ ქრეინი აღმოჩნდება, ის პოლიციას ემალება და 40 ათასი დოლარით ნორმანის სასტუმროს ერთი ღამით აფარებს თავს.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

  • ფილმი დაფუძნებულია რეალურად არსებული ადამიანის-ედ გეინის ისტორიაზე, რომლის პროტოტიპიც ფილმში ნორმან ბეითსია.

თემები დისკუსიისთვის

  • ნორმანი მკვლელობების წინ დედის პარიკს იფარებს და ისე უსწორდება თავის მსხვერპლს, რა არის ამის მიზეზი? როგორია მისი დამოკიდებულება მშობლის მიმართ და რატომ ინახავს მის გვამს სარდაფში?
  • ჰიჩკოკის სხვა ფილმების მსგავსად, ამჯერადაც პერსონაჟი რაღაცის გამო ისჯება. შეეცადეთ ახსნათ როგორი პიროვნებაა მარიონი და რატომ კლავს მას ნორმანი?
  • თქვენ რომ რეჟისორი ყოფილიყავით, როგორ დაასრულებდით ფილმს და როგორია ფილმის საფინალო კადრის თქვენეული ახსნა ?

დაწერე რეცენზია ფილმზე-ფსიქო

ალფრედ ჰიჩკოკის “ფსიქო”ფსიქოანალიზისა (ადამიანის არაცნობიერი პროცესების კვლევა)  და კინემატოგრაფის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თანხვედრაა. რეჟისორი თანაბრად ანაწილებს ყურადღებას როგორც ფილმის შინაარსობრივ, ისე- ვიზუალურ მხარეზე. გაიხსენეთ აბაზანის ეპიზოდი, რომელიც ფილმის ერთ-ერთი კულმინაციური მომენტია – მკვლელი არ ჩანს, მაგრამ ეკრანზე ვხედავთ მკვლელობის აქტს. წერისას ეცადეთ აქცენტი გააკეთოთ, მთავარი გმირის ქცევის  მოტივატორზე და მის სახელზე. ჰიჩკოკი ყველაზე სასტიკ პერსონაჟს ნორმანს (ნორმა, წესრიგი)  არქმევს.

რეკომენდაცია

თუ თქვენ გიზიდავთ ფილმები, სადაც ნორმან ბეითსის მსგავსი გმირები მთავარ როლს ასრულებენ გირჩევთ  ნახოთ  “კრავთა დუმილი” და სტენლი კუბრიკის “ნათება”