ახალი დროება

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

U-დაშვებულია ყველა ასაკის მაყურებლისთვის/უნივერსალური

წარდგენა

“ახალი დროება” (1936)ჩარლი ჩაპლინის უკანასკნელი უხმო ფილმია. ფილმში ასახულია ინდუსტრიულ საზოგადოებაში მიმდინარე ტექნიკური პროგრესი და ის თუ როგორ ანაცვლებს ადამიანის შრომას-მანქანა. ამჯერად, მაწანწალას პერსონაჟი ქარხნის ერთ-ერთ მუშად გვევლინება, მისი თავგადასავლები გრძელდება და  ის უსახლკარო ქალის დახმარებას ცდილობს.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

  • კინოში ხმა 1926 წელს მოვიდა, მაგრამ ჩაპლინი 30-იანი წლების ბოლომდე უხმო ფილმებს ქმნიდა. “ახალი დროება” მისი პირველი ფილმია, რომელშიც ავტორის ხმა ისმის. მან სპეციალურად ამ ფილმისთვის დაწერა მუსიკა, რომელიც შემდგომ არაერთი მუსიკოსის ინსპირაცია გახდა.

თემები დისკუსიისთვის

  • თქვენი აზრით რატომ ჰქვია ფილმს “ახალი დროება”?
  • როგორია ჩაპლინის დამოკიდებულება ტექნიკური პროგრესის მიმართ? რა გზებით, ფორმით ცდილობს ავტორი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას?
  • მაწანწალას პერსონაჟი, ჩაპლინის კინო სამყაროში ყოველთვის სხვებს ეხმარება, არც ეს ფილმია გამონაკლისი. როგორია მისი და უსახლკარო ქალის ურთიერთდამოკიდებულება.

დაწერე რეცენზია ფილმზე-ახალი დროება

რეცენზიის დაწერამდე 1930-იანი წლების ამერიკაში მომხდარ მოვლენებს გაეცანით, ეს ფილმის ზოგადი ისტორიული ფონის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ, რომ “ახალ დროებაში” ტექნიკური პროგრესის  პარალელურად, ქუჩაში გაფიცულთა გამოსვლებია. რის თმქას ცდილობს ამ ორი მოვლენის დაპირისპირებით რეჟისორი? ახალი დროების, ეპოქის რა ცვლილებებზე მიანიშნებს. ეცადეთ, მაწანწალას პერსონაჟი ინდუსტრიული ცივილიზაციის ჭრილში დაახასიათოთ და გადმოეცით თუ რა ფორმებით ცდილობს ჩაპლინი საკუთარი სკეპტიკური დამოკიდებულების  ხაზგასმას.

რეკომენდაცია

თუ გაინტერესებთ ფილმები ტექნიკურ პროგრესზე გირჩევთ ნახოთ სიდნი ლუმეტის “ქსელი” (1976).  ამას გარდა, გირჩევთ ნახოთ ჩარლი ჩაპლინის სხვა  ფილმები: “ცირკი” ; “დიდი ქალაქის ჩირაღდნები”; “ოქროს ციებ-ცხელება”