ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

15-რეკომენდირებულია 15 წლიდან

წარდგენა     

მილოშ ფორმანის ხუთი ოსკარის მფლობელი  “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” ამერიკელი მწერლის კენ კიზის ამავე სახელწოდების რომანის  ეკრანიზაციაა. ფილმის მთავარი გმირი პატრიკ მაკმერფი (ჯეკ ნიკოლსონი) სასჯელისგან თავის არიდების მიზნით  თავს გიჟად ასაღებსდა საგიჟეთში ხვდება. ის თანდათან აცნობიერებს, რომ ექიმებს პაციენტები სასტიკ პირობებში ყავთ, მაკმერფი საგიჟეთის ბინადრებს მთავარი მედდა-მილრედ რეტჩიდის რეჟიმის წინააღმდეგ აამხედრებს. მისი  განზრახვა და ჩანაფიქრი ყველასთვის სასიკეთო შედეგით არ სრულდება.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

  • მილოშ ფორმანი 1968 წლის შემდეგ ჩეხეთიდან ამერიკაში გადაინაცვლა. ფილმი 70-იან წლებშია შექნილი, მაშინ როცა საბჭოთა კავშირი “ძლიერი” სახელმწიფო იყო და უამრავი ადამიანის თავისუფლების ხარჯზე ძალებს იმტკიცებდა.
  • კენ კიზის რომანშიმთავარი მოქმედი გმირი ინდიელია, ფილმში კი პროტაგონისტი ( მთავარი გმირი) მაკმერფი ხდება.

თემები დისკუსიისთვის

  • რისი სახე-სიმბოლოა თქვენთვის ფილმში საგიჟეთი?
  • როგორია უფროსი მედდას პერსონაჟი? რატომ უპირისპირდება მას მაკმერფი და როგორია მათი ურთიერთდამოკიდებულება?
  • რატომ იკლავს თავს ერთ-ერთი პაციენტი და ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე? მედდა? მაკმერფი?სისტემა? თუ ყველაფერი ერთად…
  • რის მიღწევას ცდილობს მთავარი გმირი?რისი თქმა სურდა ამ პერსონაჟით რეჟისორს?
  • რატომ კლავს ინდიელი ფილმის ფინალში მაკმერფის?

დაწერე რეცენზია ფილმზე-ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

ფილმში საგიჟეთი ტოტალიტარული რეჟიმის სიმბოლოა, რომელშიც ადამიანებს თავისუფლებას უზღუდავენ და მათივე ნების საწინააღმდეგოდ ქმედებას აიძლებენ, წერისას აქცენტი გააკეთოთ- თუ რა მხატვრული ხერხებითაა გადმოცემული ფილმში ეს ყოველივე, ამას გარდა დეტალურად განიხილეთ მთავარი გმირისა და ინდიელის პერსონები, მათი ურთიერთდამოკიდებულება და ფილმის ფინალი.  წერის პროცესში გამოიყენეთ დისკუსიისას გამოვლენილი პასუხები.

რეკომენდაცია

თუ გაინტერესებთ ფილმები, სადაც სისტემის მსხვერპლი ადამიანია წინა პლანზე გირჩევთ ნახოთ სტენლი კუბრიკის “მექანიკური ფორთოხალი”. თუ გაინტერესებთ ფილმები სადაც პიროვნების რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობაა ასახული, ასეთებია :“მებრძოლთა კლუბი” “ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები”  ამას გარდა გირჩევთ ნახოთ მილოშ ფორმანის სხვა ფილმები “ამადეუსი”“თმები”“ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ”