მისტერ ბენქსის გადარჩენა
რეჟისორი:
ასაკობრივი ჯგუფი:
ასაკობრივი – PG
წარდგენა:
მხატვრული ფილმი “მისტერ ბენქსის გადარჩენა” კლასიკური ჰოლივუდის პერიოდის მიწურულს, 1961 წლის ამერიკაში გვაბრუნებს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მსხვილი კომპანიის დამაარსებელი ვოლტ დისნი, შვილისთვის მიცემული პირობის თანახმად, იწყებს “მერი პოპინსის” ეკრანიზაციაზე მუშაობას. ამისთვის ლონდონიდან ლოს-ანჟელესში პოპინსის წიგნების სერიის ავტორი პამელა ლინდონ ტრევერსი ჩამოყავს, რათა მისი ზედამხედველობით ქვეშ წარიმართოს ნაწარმოების ეკრანიზაცია. დისნი და რევერსი ერთამენთს ვერ უგებენ, ეკრანიზაციასთან დაკავშირებით მათ შორის იწყება დაუსრულებელი კამათი და უთანხმოება, რაც გარკვეული დროით ახანგრძლივებს საკულტო ფილმის “მერი პოპინსის” ეკრანებზე გამოსვლას.
საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ :
იმისთვის რომ ტომ ჰენქსსა და უოლტ დისნის შორის ყოფილიყო მაქსიმალური მსგავსება, გრიმიორები ჰენქსის გარეგნობაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაოდბნენ, მათ შორის, ყოველ ჯერზე სახაზავით ზომავდნენ მის ულვაშებს, რათა დაეცვათ ეს სიზუსტე.
თემები დისკუსიისთვის:
- როგორი იყო 1960-ანი წლების დასაწყისის ჰოლივუდი?
- ფილმში წარმოდგენილი ვოლტ დისნის პერსონაჟი განასახიერებს თუ არა თქვენ წარმოდგენებს ადამიანზე, რომელმაც შექმნა ყველა დროის ყველაზე ცნობილი ანიმაციური ფილმები და “დისნილენდის” პარკი?
- რითი აიხსნება დისნეისა და რევერს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა?
- როგორც ირკვევა, მერი პოპინსი რეალური ადამიანი იყო, რომელსაც შემდგომში მწერალმა სხვადასხვა ჯადოსნური ძალა მიანიჭა. როგორ თვლით, რატომ მოხდა ეს?
დაწერეთ რეცენზია ფილმზე “მისტერ ბენქსის გადარჩენა”
“მისტერ ბენქსის გადარჩენაში” რამდენი მნიშვნელოვანი გარემობა არსებობს. თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ ფილმის შემქმნელების მოტივაციაზე, თუ რატომ დაინტერესდნენ ამ თემით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო “მერი პოპინსი” თავად დისნისთვის, რომელიც მანამდე მხოლოდ ანიმაციური ფილმების შექმნაზე მუშაობდა. ასევე ყურადღება მიაქციეთ ფონს, თუ სად ვითარდება აღნიშნული ისტორია, ეს არის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც ამერიკული კინოინდუსტრია აღმავლობას განიცდიდა. საიტერესოა ტრევერსის პერსონაჟის აღწერაც, თუ რა იმალება მისი ქმედებების უკან და ასევე რატომ გადაწყვიტა “მერი პოპინსის” წიგნების სერიის დაწერა.
რეკომენდაცია:
თუ მოგეწონათ “მისტერ ბენქსის გადარჩენა”, აუცილებლად უნდა ნახოთ მერი პოპინსი, რომლის გადაღების პროცესსაც ეძღვნება ფილმი. თუ გაინტერესებთ ამავე პერიოდის სხვა საბავშვო ფილმები, შეგიძლიათ ნახოთ: ოზის ჯადოქარი და მუსიკის ჰანგები. თუ გაინტერესებთ იმ წლების ჰოლივუდის კულისები და სამუშაო გარემო, მაშინ აუცილებლად აუვილებლად უნდა ნახოთ ფილმი დიდება კეისარს!