ყველაზე ლამაზი

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

PG-რეკომენდირებულია მშობლების დასწრება

წარდგენა

იტალიელი რეჟისორის ლუკინო ვისკონტის “ყველაზე ლამაზი” ნეორეალიზმის (მხატვრული მიმდინარეობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იტალიაში) ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია. 1952 წელს შექმნილ ნამუშევარში მთავარ როლს ანა მანიანი ასრულებს, ის დაბალი სოციალური ფენის ქალს განასახიერებს, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს და ყველა გზით ცდილობს,რომ თავისი პატარა გოგონა დიდ კინოში მოახვედროს. მას გზად უმარავ უსამართლობა ხვდება, მაგრამ მიზნის მისაღწევად დედა ყველაფრისთვის მზადაა.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

  • ანა მანიანი იტალიური კინოს გამორჩეული ფიგურაა, მის მიერ განსახიერებული როლები დღესაც სამსახიობო ოსტატობის მასტერკლასია.
  • ფილმი ცნობილ კინოსტუდია “ჩინეჩიტაშია” გადაღებული.

თემები დისკუსიისთვის

  • ყველა მშობელს უყვარს თავის შვილი და ის საუკეთესო ჰგონია. არც ანა მანიანის პერსონაჟია გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ ქმარს ფული სახლის ქირისთვის აქვს გადადებული, ის ოჯახის დანაზოგს შვილის რეპეტიტორებს უხდის, რის გამოც ქმართან შედის კონფლიქტში… თქვენი აზრით ის ამ ყოველივეს მხოლოდ შვილის გამო აკეთებს?
  • როგორია მთავარი გმირის დამოკიდებულება შვილისა და ქმრის მიმართ?
  • ერთი ოჯახის მაგალითზე, გვექმნება თუ არა შთაბეჭდილება ზოგადად ეპოქაზე და 50-იანების იტალიაზე? რა მხატვრული ხერხებით ცდილობს რეჟისორი  სათქმელის გადმოცემას?
  • როგორია ლუკინო ვისკონტის დამოკიდებულება მთავარი გმირის მიმართ?

დაწერე რეცენზია ფილმზე-ყველაზე ლამაზი

რეცენზიის წერისას აქცენტი გააკეთეთ მთავარ გმირზე. როგორია მის მიერ განსახიერებული, სასოწარკვეთილი, მაგრამ შეუპოვარი  ქალის როლი. რეცენზიის წერისას, ყურადღება გაამახვლიეთ, რომ მოქმედება ომის შემდგომ იტალიაში ხდება, როცა მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებოდა. ყურადღება მიაქციეთ,  რეჟისორი აქცენტს  ცალსახად სოციალურ პრობლემებზე აკეთებს თუ  ადამიანური ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე გვაფიქრებს და  მაყურებელს  ამ პერსპექტივიდან უჩვენებს 50-იანი წლების იტალიის რეალობას. რამდენად მისაღებია თქენთვის რეჟისორის დამოკიდებულება გმირების მიმართ, გამართლებულია თუ არა ანა მანიანის პერსონაჟის საქციელი. წერის პროცესში გამოიყენეთ დისკუსიისას გამოკვეთილი საკითხები.

რეკომენდაცია

თუ თქვენ დაგაინტერესათ ამ ფილმმა, გირჩევთ ნახოთ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ  იტალიაში შექმნილი სხვა  ნეორეალისტური  ფილმები “რომი ღია ქალაქი”“ევროპა 51” . ასევე გირჩევთ ნახოთ ფილმები, სადაც მშობლისა და შვილის უერთიერთობაა წინა პლანზე: “ველოსიპედების გამტაცებლები”       “ცხოვრება მშვენიერია”