პროექტი „კინო სკოლაში“ ჩემთვის პროფესიული ინტერესების დაკმაყოფილების საუკეთესო საშუალებაა. ამ პროექტის საშუალებით გავიცანი უამრავი ბავშვი, ვნახე, აჭარის მანამდე ჩემთვის უცნობი რამდენიმე სოფელი. ასე რომ გარდა მოსწავლეებისა, ეს პროექტი „კინომისიონერებსაც“ გვაძლევს საშუალებას ბევრი სიახლე შევიცნოთ.