ხელოვნური ინტელექტი

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

ასაკობრივი – 12

 

წარდგენა:

 

სტივენ სპილბერგის ფილმი “ხელოვნური ინტელექტი” გვიყვება რობოტის ისტორიას, რომლის ოცნებაც ადამიანად გადაქცევა იყო. დევიდი ახალი თაობის ჰუმანოიდი მანქანაა და პირველი რობოტო, რომელსაც სიყვარული უნარი გააჩნია. მისი დატესტვა გამომგონებელი კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახში გადაწყდება. დევიდის პირობით მშობლებს ბიოლოგიური შვილი ხელოვნურ კომაში ყავთ, რადგან მისი იშვიათი დაავადებისთვის მკურნალობა ჯერ არ არსებობს. უეცრად, მონიკასა და ჰენრის შვილისთვის გამოსავალი მოიძებნება. სრულებით გამოჯანმრთელებული მარტინი სახლში ბრუნდება, სადაც მისი ადგილი რობოტ ბიჭუნას აქვს დაკავებული. დევიდი უშვებს რამდენიმე შეცდომას, რადგან ვერ ერკვევა ადამიანის ბუნების ყველა ნიუანსში, თუმცა მისი ერთადერთი მიზანი არის სიყვარული, რასაც, თავის მხრივ, ვერ უგებენ ოჯახის წევრები და სახლიდან უშვებენ.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

 

თავდაპირველად, “ხელოვნური ინტელექტი” ლეგენდარულ რეჟისორს სტენლი კუბრიკს უნდა გადაეღო. მას ფილმზე მუშაობა დაწყებული ჰონდა, რა დროსაც მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შემდეგ, პროექტს სათავეში სტივენ სპილბერგი ჩაუდგა. ფილმის დასაწყისში არსებული ზღვის კადრი კუბრიკის მიერ არის გადაღებული.

 

თემები დისკუსიისთვის:

 

  • ადამიანში პიროვნებას განსაზღვრავს გონება თუ ბიოლოგიური სხეული?
  • ხედავდნენ თუ არა მონიკა და ჰენრი დევიდში პირონებას, ბავშვს?
  • რამდენად “ნამდვილია” დევიდის გრძნობები?
  • ფილმის ფინალში ახდენილი დევიდის ოცნება მხოლოდ ერთი დღე გასტანს, თუმცა მისთვის ეს მაინც მაგიასთან ასოცირდება. არის თუ არა ტექნოლოგიური პროგრესი ჯადოქრობა, ანუ თითქმის განუსაზღვრელი შესაძლებლობების წყარო?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “ხელოვნური ინტელექტი”

 

“ხელოვნურ ინტელექტში” რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი და პრობლემაა გამოკვეთილი. წერისას შეგიძლიათ ყურადღება ხელოვნური ინტელექტის პრობლემაზე გაამახვილოთ, ასევე ისაუბროთ ტექნიკური პროგრესის ავ-კარგიანობასა და ამ პროცესში ადამიანის პასუხისმგებლობაზე. ყურადღება მიაქციეთ მთავარი გმირის მოტივაციას, რა ამოძრავებს დევიდს, ეს არის მხოლოდ პროგრამა თუ უფრო მეტი, რამაც, საბოლოო ჯამში, ათასწლეულებს გაუძლო.

 

რეკომენდაცია:

თუ მოგეწონათ დევიდის ისტორია, შეგიძლიათ ნახოთ: პინოქიო და დამბო. თუ გაინტერესებთ ფილმები, სადაც საუბარი ხელოვნურ ინტელექტზე მიმდინარეობს, აუცილებლად ნახეთ: ორასწლოვანი ადამიანი2001: კოსმოსური ოდისეა და სატურნი 3.