უოლ-ი
რეჟისორი:
ასაკობრივი ჯგუფი:
ასაკობრივი – U
წარდგენა:
ანიმაციური ფილმი უოლ-ი გვიყვება უკანასკნელი რობოტის შესახებ, რომელიც დედამიწაზე დაგროვებული აურაცხელი ნაგვის დასუფთავებისთვის იყო შექმნილი. ეს ნაგავი კორპორაცია “ბაი-ენ-ლარჯის” სახელს უკავშირდება, რომელმაც მსოფლიო ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ იმდენად ბევრი პროდუქცია აწარმოა, რომ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. ამის გამო კომპანიამ მოსახლეობის კოსმოსში გაშვება გადაწყვიტეს, იმ იმედით რომ დასუფთავებულ ფლანეტაზე მალევე დაბრუნდებოდნენ. ამ მოვლენებიდან 700 წელი გავიდა და დედამიწაზე ზუსტად იგივე მდგომარეობაა, რაც კაცობრიობის გამგზავრებამდე იყო. კოსმოსურ ხომალდზეც აღარავის ახსოვს მშობლიური პლანეტაზე დაბრუნების შესახებ. ამასობაში, ვოლ-ი ცდილობს საქმიანობის პირნათლად შესრულებას, მეგობრობს ტარაკანთან და საღამოობით, სამსახურიდან დაბრუნებული ძველ ფილმებს უყურებს. მას განსაკუთრებით მიუზიკლი “ჰელოუ, დოლი” უყვარს. ვოლ-ი სხვადასხვა ნივთებსაც აგროვებს და სწორედ ამიტომ აღმოჩნდება მის მაცივარში შემთხვევით ნაპოვნი მცენარის ნერგი. უეცრად ის რობოტ ევას გადააწყდება, რომლის მიზანიც დედამიწაზე სიცოცხლის ნიშნების აღმოჩენა და მათი მთავარ კოსმოსურ ხომალდზე გადატანაა.
საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ :
უოლ-ი “პიქსარის” ყველაზე მაშტაბური ფილმია. თუკი მანამდე 75 ათასი კადრისგან შემდგარი ფილმი წარმოადგენდა იშვიათობას, უოლ-იში 125 ათასი კადრია გამოყენებული.
თემები დისკუსიისთვის:
- რას უკავშირდება დედამიწაზე სიცოცხლის განადგურება?
- როგორ გესმით განსხვავება სახელწიფოსა და კერძო კორპორაციას შორის?
- რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული დედამიწაზე ზრუნვის მთელი პასუხისმგებლობის რობოტებსა თუ სხვაზე გადაბარება?
- ვოლ-ი ადამიანივით იქცევა და უკეთეს თვისებებს ავლენს, ვიდრე რეალური ადამაინები. რაზე მეტყველებს ეს?
დაწერეთ რეცენზია ფილმზე “უოლ-ი”
“უოლ-იში” რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა იკვეთება. ფილმში წარმოდგენილია ის მომავალი, რომელიც კაცობრიობას ელის, თუკი ის დღესვე არ დაიწყებს საკუთარ პლანეტასა და გარემოზე უფრო მეტ ზრუნვას. წერისას ყურადღება გაამახვილეთ ეკოლოგიურ კატასტროფაში ადამიანის პასუხისმგებლობაზე, რომელიც მის შედეგებთან საბრძოლველად არა საკთარ ქმედებებზე იწყებს დაფიქრებას, არამედ ახალ რობოტებს იგონებს და ამით კიდევ უფრო აბინძურებს პლანეტას. ფილმში ისმება კითხვა, თუ რამდენად შეიძლება უოლ-ი, ნაგვის შემგროვებელი მანქანა, ჩაითვალოს უფრო მეტ ადამიანად, ვიდრე კოსმოსურ ხომალდზე მყოფები. როგორია თქვენი პასუხი ამ კითხვაზე.
რეკომენდაცია:
თუ მოგეწონათ უოლ-ის პერსონაჟი, მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ: პატერსონი და მე, დენიელ ბლეიკი. თუ დაგაინტერესად ფილმის სიუჟეტმა, სადაც გმირებს მიზნის მისაღწევად მრავალი განსაცდელის გადალახვა უწევთ, შეგიძლიათ ნახოთ: ობლივიონი, რატატუი და დორის ძიებაში.