რასიომონი
რეჟისორი:
ასაკობრივი ჯგუფი:
12- დაშვებულია 12 წლიდან
წარდგენა
იაპონელი რეჟისორის აკირა კუროსავას ფილმს “რასიომონი”(1950) საფუძლად უდევს რიუნოსკე აკუტაგავას ორი მოთხრობა “რასიომონი” და “უსიერ ტყეში”. ფილმში ერთი მკვლელობის ამბავი-სამურაის, მისი ცოლის, ბანდიტისა და მეტყევის ინტერპრეტაციითა გადმოცემული. თითოეული მათგანი მომხდარის საკუთარ ვერსიას ყვება. მაყურებელი სიმართლის გარკვევას თავად ცდილობს.
საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ
- ფილმის შემდეგ დამკვიდრდა ფრაზა “რასიომონის ეფექტი”- როცა ამბის, მომხდარის არაერთი ვერსიაა, სიმართლე კი ბუნდოვანია, ან ის უბრალოდ არც არსებობს.
- სამურაის როლს, 50-იანი წლების იაპონური კინოს ვარკსვლავი ტოშირო მიფუნე ასრულებს.
- რეჟისორის თქმით, მისი ფილმის ვიზუალზე გავლენა მოახდინა ამერიკელი რეჟისორის ორსონ უელსის ფილმმა “მოქალაქე კეინი”
თემები დისკუსიისთვის
- აკირა კუროსავას ამ ფილმმა კინემატოგრაფსა და ფილოსოფიაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.თქვენი აზრით, რა გამოარჩევს ამ ფილმს სხვა ფილმებისგან?
- ტრადიციულად ამ პერიოდის სხვა ფილმებში, ამბავი-იწყება, ვითარდება, სრულდება. სიმართლე მაყურებელმა ფინალში ყოველთვის იცის. ეს ფილმი იშვიათი გამონაკლისია, აქ სიმართლეს ყველა თავისებურად ხედავს. რა იყო რეჟისორის თვითმიზანი როცა ასეთი ფორმით მოგვაწოდა ამბავი?
- რომელი პერსონაჟის მიერ მოყოლილი ამბავი დგას ყველაზე მეტად ახლოს სიმართლესთან?რომელს ეთანხმებით?
- რისი სიმბოლოშეიძლება იყოს პატარა ბავშვი და ფილმში განვითარებულ მოვლენებთან რა კავშირშია?
დაწერე რეცენზია ფილმზე-რასიომონი
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა ობიექტური რეალობა? თუ სიმართლეს ყველა თავისებურად აღიქვამს და შესაბამისად რეალობაც სუბიექტური ხდება. შეეცადეთ, გადმოსცეთ რატომ ყვება რეჟისორი ამ ფორმით ამბავს, რისი მიღწევა სურს? რაზე უნდა, რომ მაყურებელი დააფიქროს. აქცენტი გააკეთეთ ფილმის ფინალზე. ეცადეთ სიუჟეტის განხილვის პარალელურად აქცენტი ფილმის გამორჩეულ ვიზუალურ მხარეზე გააკეთოთ.
რეკომენდაცია
თუ გიზიდავთ ფილმები სადაც, ვხვდებით არასტანდიციულ სიუჟეტურ წყობას და რეალობის ასახვის ორიგინალურ ინტერპრეტაციას გირჩევთ ნახოთ : “მაგნოლია” “ოსტატი”თუ იაპონელი რეჟისორის შემოქმედებამ დაგაინტერესათ იხილოთ აკირა კუროსავას “შვიდი სამურაი”