წვიმაში მომღერალნი

რეჟისორი:

ასაკობრივი ჯგუფი:

ასაკობრივი – U

 

წარდგენა:

 

“წვიმაში მომღერლები” გვიყვება კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი რევოლუციის, კინემატოგრფში ხმის მოსვლის შესახებ. სიუჟეტის ცენტრში ორი მსახიობია: ერთი დამწყები, მეორე კი – კინოვარსკვლავი. მათ, ისევე როგორც მთელ ჰოლივუდს გააერთიანებს ხმოვანი კინოს შიში და გაურკვევლობა, რაც ახალმა დროებამ ყველასთვის მოულოდნელად მოიტანა. ასეთი კარდინალური გარდაქმნების პარალელურად ფილმში სასიყვარულო ისტორია ვითარდება, რომელიც წარმაოჩენს ჰოლვუდის მეორე, ასე ვთქვათ, “ყვითელ მხარესა” და ვარსკვლავებს შორის არსებული ინტრიგების მთელ კასკადს. დამწყები მსახიობი ქეითი ეწირება ერთ-ერთი ასეთი ვარსკვლავის გავლენას, თუმცა მისი ნიჭით მოხიბლული ჰოლივუდის სხვა მესვეურები გადაწყვეტენ ქეითის დახმარებასა და უსამართლობის გამოაშკარავებას.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ :

 

 

კინოს ისოტრიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა მიუზიკლმა “წვიმაში მომღერლებმა” ვერ გაიმარჯვა ოსკარების საუკეთესო მუსიკის ნომინაციაში.

 

თემები დისკუსიისთვის:

 

  • რამდენად მნიშვნელოვანი იყო კინოში ხმის მოსვლა და რა სირთულეებთან იყო ეს დაკავსირებული?
  • ხშირად, მაყურებლის კერპები საერთოდ არ გამოირჩევიან ნიჭიერებით, თუმცა პუბლიკას ისინი მაინც უყვარს. რა არის ამის მიზეზი?
  • ქეითზე განხორციელებული უსამართლობა წარმოაჩენს თუ არა ძალაუფლების სიმახინჯეს?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “წვიმაში მომღერლები”

 

“წვიმაში მომღერლები” გვიყვება ერთ-ერთი ჰოლივუდური სასიყვარულო ისტორიის შესახებ, თუმცა ფილმი მთელი ღირსება იმ ატმოსფეროს გადმოცემაშია, რაც კლასიკური ჰოლივუდის პერიოდში სუფევდა. ყურადღება უნდა გაამახვილოთ კინოში ხმის მოსვლის ფაქტზე და იმ ცვლილებებზე რაც მას უკავშირდება. ასევე მნშვნელოვანია კინოვარსკვლავების ფენომენის განმარტება, როგორ გესმით ის, ასევე რა განაპირობებს რიგითი ადამიანის ვარსკვლავის რანგში აყვანას, რომელსაც განუსაზრვრელი ძალაუფლება ენიჭება.

 

რეკომენდაცია:

 

2016 წელს ეკრანებზე გამოსული გახმაურებული მიუზიკლი ლა ლა ლენდი დიდწილად “წვიმაში მომღერლების” სიუჟეტს იმეორებს. თუკი თქვენ გიყვართ მიუზიკლები კინოს ისტორიის შესახებ, შეგიძლიათ ნახოთ: ცხრა და გზად ჰოლივუდისაკენ.